თომას ედისონმა 10 000-მდე უშედეგო ცდა ჩაატარა იმისათვის,რომ მიეგნო მასალისთვის, რომელიც ელექტრო-ნათურის შექმნაში გამოადგებოდა. და მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობისა, იგი კვლავ განაგრძობდა ძიებას.
როდესაც კვლავ არაფერი გამოდიოდა მისმა ერთ-ერთმა ასისტენტმა დაიჩივლა:
– მთელი ჩვენი შრომა ამაოა.ვერაფერიც ვერ ვისწავლეთ და ვერაფერსაც ვერ მივაგენით . . .
– არა,ჩემო კარგო. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ და ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ ! ჩვენ უკვე ვიცით,რომ არსებობს 10 000 ელემენტი, რომელიც ელექტრო-ნათურის შექმნისათვის არ გამოგვადგება – უპასუხა ასისტენტს თომას ედისონმა.
4motivi.com