Skip to content

ხანძარს ცოტა წყალიც ჩააქრობს

მექსიკაში მცხოვრებ აცტეკების ტომში  გავრცელებული ყოფილა ერთი თქმულება:

დიდი ხნის წინ ტყეში  ხანძარი  გაჩენილა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა დედამიწის ზურგზე. ადამიანები და ცხოველები ჩქარობდნენ  გაქცეოდნენ  ამ საშინელ მოვლენას.

მათ შორის იყო ბუც, რომელიც ასევე ცდილობდა თავის დაღწევას ცეცხლის ენებისაგან. დაბნეულმა ბუმ უცებ დაინახა, პატარა ჩიტი მდინარესა და ცეცხლს შორის მიმოდიოდა. ამბის გასარკვევად დაუყოვნებლის მისკენ გაეშურა.

„ძმაო, რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟებულხარ. შენ ვერაფერს მიაღწევ ამით, სად გინახავს დიდი ხანძარი პატარა წვეთს ჩაექროს. იჩქარე, გაიქეცი, რათა ცოცხალი გადარჩე !“

პასუხის გასაცემად ჩიტი წუთით შეყოვნდა. შემდეგ კეთილისმსურველ ბუს მიუბრუნდა და უთხრა: „მე ვაკეთებ მაქსიმალურად იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია იმით, რაც მაქვს. შენც რომ იმავეს გააკეთებდე, გადავრჩებით ! “

დიდი ხნის წინ ტყე გადაურჩა დაუნდობელ ხანძარს. სწორედ პატარა ჩიტის, ბუსა და  მრავალი ადამიანის მცირე ძალების გაერთიანებთ.