Skip to content

მაკა ჩარკვიანი – #წარმატებარის…

წარმატება  კმაყოფილების შინაგანი განცდა მგონია. ყველაზე მეტად ეს გრძნობა მქონია იმ დღის ბოლოს როდესაც ვიღაცას მივეხმარე, ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, მაგალითად: თუკი პაციენტი მოვიდა და მეუბნება რომ კარგად არის, მაშინ ვგრძნობ თავს წარმატებულად, როცა ჩემი მეგობარი მირეკავს იმისთვის რომ გამანდოს თავისი ძალიან საკრალური სათქმელი.  1 თვის შემდეგ კი იგივე მეგობარი მეტყვის, რომ როგორ დამეხმარე და როგორ მედექი გვერდზე.

ერთ-ერთი მწერალი ამბობს, ვერ ვიხსენებ ზუსტად რომელი: წარმატებაო ქალივით არისო, როგორც კი გაეკიდები იმ წუთასვე ზურგს გაქცევსო და როგორც კი არ შეიმჩნევ და შენს საქმეს გააგრძელებ მაშინვე მეტად მოგიახლოვდება.

ჩემთვის წარმატებული ადამიანია, ოპერის მომღერალი, რომლის ნამღერიც ჩემს ემოციებს შეეხო, გაასუფთავა გარემო, ძალიან ბევრ ადამიანს მიანიჭა სიამოვნება, რაღაც გარკვეული ნაწარმოები უკვდავყო, ადამიანები დააკავა რაღაცით პოზიტიურით და არ დააკავა სხვა უმსგავსო საქციელებით.

წარმატებულია ადამიანი, რომელიც თავისთვის ზის და ხატავს და საერთოდ არ აინტერესებს არც ფული არც დიდება, როგორ შეიძლება მხატვარს არ უნდოდეს გამოფენა, უნდა მაგრამ იმისთვის არ ხატავს რომ გამოფენები მოეწყოს. ნიკოლ კიდმანმა თქვა ოსკარის რომელიღაც ჯილდოს მიღების დროს, ყველაფერი მაქვს, დიდება, სახელი, ოჯახი მაგრამ ბედნიერება არაა.  მაშინ რა არის წარმატება. შეიძლება იყო წარმატებული და უბედური?

წარმატება ეს არის ქმედება, რომელსაც ბედნიერება მოაქვს, საქმიანობა, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს.