Skip to content

„დისნეის ფერიების“ მიერ შექმნილი სტარტაპი

სამმა მეგობარმა გადაწვიტა, რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული შეექმნა, რაც ხელოვნებასთან და მათ საერთო ინტერესებთან იქნებოდა დაკავშირებული. საქმე, რომელსაც ყველანი ერთნაირი სიყვარულითა და რუდუნებით მოეკიდებოდნენ.
საუბარსა და მსჯელობაში გაჩნდა „ლაინის“ (ძველი ქართული სიტყვაა და შეღებილ ტილოს ნიშნავს) დაფუძნების იდეა. ძველი და საყვარელი ნივთის გაცოცხლება განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს, უფრო ძვირფასი და მეტყველი ხდება, სწორედ ამიტომ, გოგონებმა საკუთარი არჩევანი ამ მომსახურების განვითარებაზე გააკეთეს და მალე აღმოაჩინეს, რომ ყველას სჭირდება ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ვოლტ დისნეის „მძინარე მზეთუნახავის“ სამი კეთილი ფერიასი არ იყოს, ნივთებს „გაცოცხლება“ და მათი დამხმარებით სახლში განსაკუთრებული ელფერის შექმნა შეუძლიათ.
თამარ შაქარაშვილი – დინჯი და აუღელვებელი, ბევრს მუშაობს კრეატივზე, იდეების რეალიზაციაზე, მუდამ მზად არის ჩველებრივი ნივთი ხელოვნების შედევრად აქციოს.
ელენე ღუღუნიშვილი – თამამი, გაბედული და ამბიციური, კლიენტებთან კომუნიკაცია ევალება, არ უშინდება წარუმატებლობის ბოროტ ჯადოქარ მალეფისენტას და ყოველთვის მზადაა ახალ გამოწვევებს შეერკინოს.
სალომე ვადაჭკორია – სალომე ფინანსურ საკითხებს აგვარებს, ზრუნავს კომპანიის სტაბილურ განვითარებაზე ტექნიკურ-მატერიალური მხარდაჭერის უზრუნვეყოფით.
მენეჯერული საქმიანობის გარდა სამივე მათგანი მონაწილეობს შემოქმედებით პროცესში.

ყველაფერი კი დაიწყო ბალიშებით. „კეთილი ფერიები“ ისეთ ბალიშებს ქმნიდნენ, რომელთაც შეეძლოთ „მძინარე მზეთუნახავად “ ექციათ ნებისმიერი.
სალომე: „ესთეტიკურობა ადამიანის პიროვნულობის გამომხატველია. გადავწვიტეთ ნივთებისათვის ესთეტიკური იერი და ინდივიდუალურობა შეგვეძინა. დავიწყეთ ბალიშების მოხატვით, დღეს კი ვხატავთ პლედებს, შარფებსა და ტანსაცმელს. გვაქვს დეკორატიული ნახატებიც.“
სტარტაპი მუდმივად უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს. ითვალისწინებდეს მომხმარებლის სურვილებს, მათ გემოვნებასა და გადახდის უნარიანობას.
ელენე: “მუდმივად ვიკვლევ მომხმარებლის სურვილს, ვესაუბრები მათ, ვცდილობ მათი აზრი გავიგო. გვინდა, ასევე პერსპექტივაში, მაღაზიის დამატებაც, სადაც მომხარებელს ექნება საშუალება ფიზიკურად ნახოს პროდუქტი და ისე შეარჩიოს„.
კლიენტის კვლევის გარდა, საჭიროა სტარტაპერების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი მენტალური და პროფესიული გაძლიერება.
თამარი: „მნიშნელოვანი იყო „სტარტაპერის” ინიციატივა სტარტაპერების მფლობელების დატრენინგების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებით ვსაჭიროებთ ცოდნის ამაღლებას, დიდი ენთუზიაზმით ველოდებით ამ პროგრამაში ჩართვას.“

„ლაინის“ პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ მათი ფეისბუქ გვერდის დახმარებით. ექსკლუზიური დიზაინის ნივთის დამზადებას მაქსიმუმ 4 დღე სჭირდება, ან შესაძლებელია უკვე არსებული კოლექციებიდან შეარჩიოთ ის ნივთი, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმს საუკეთესოდ გამოხატავს. ფასები 40-200 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია ნივთის ზომასა და მოხატვის სირთულეზე.
#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი