Skip to content

რატომ არიან მეოცნებე ადამიანები საუკეთესო მოტივატორები?

თითოეული ჩვენთაგანისთვის კარგად ცნობილია,რომ სამყაროში ოცნებებს ნამდვილად აქვთ ჯადოსნური ძალა და სწორედ ამიტომ მეოცნებე ადამიანები აღწევენ კიდეც წარმატებას და აქვთ განსაკუთრებული მიღწევები.

შესაბამისად მინდა დღევანდელ სტატიაში ვისუაბრო იმის შესახებ, თუ რატომ არიან მეოცნებე ადამიანები საუკეთესო მოტივატორები და როგორ გვეხმარება ოცნება დავიპყროთ სასურველი მწვერვალები და გავხდეთ სხვებისთვის მისაბაძი ადამიანები.

პირველ რიგში აღსანიშნავია,რომ მეოცნებე ადამიანებს უყვართ ოცნება.ოცნების საშუალებით ხედავენ მწვერვალებს,რომელთა დაპყრობაც თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია – დაუღალავი შრომითა და მონდომებით ისინი ამ მწვერვალებზე საკუთარი ძალების საშუალებით ადიან. მათ სჯერათ საკუთარი ოცნებების,უყვართ ისინი და აკეთებენ ყველაფერს მათ მისაღწევად.

მეოცნებე ადამიანი საკუთარ ფიქრებში მრავალჯერ წარმოიდგენს თავს გამარჯვებულად.იცის რა სურს,რა ანიჭებს ბედნიერებას.რისთვის სურს იბრძოლოს. ასეთი ადამიანები ხშირად ოცნებობენ და შემდეგ როდესაც დასახულ მიზანს აღწევენ ხდებიან კიდეც ნამდვილი მოტივატორები. საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს და კარგად იქცევიან,რადგან სამყაროში უამრავი ადამიანი არსებობს,რომელთაც ჭირდებათ მოტივაცია წარმატებისთვის. ასეთი მოტივატორების რიცხვი არ არის ცოტა. ისინი არასდროს არიან შეუმჩნეველი.მთელი სამყარო მათ ეკუთვნით და მათგან საუკეთესო მაგალითების აღებაც კი შესაძლებელია.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტივ ჯობსზე გადაღებულმა ფილმა, ეპიზოდმა,როდესაც ჯობსი ბუნებაში დგას შთაგონებული და თითქოს კოსმოსიდან იღებს მესიჯს – ბოლომდე გაჰყვეს გზას წარმატებისკენ. მას აქვს ოცნება,სჯერა საკუთარი წარმოსახვის და აკეთებს ყველაფერს მიზნების მისაღწევად.იმისათვის,რომ საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხას ძალიან ბევრს შრომობს. სამყაროც ხელს უწყობს გახდეს წარმატებული და მოახდინოს რევოლუცია ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. სწორედ ამიტომ როდესაც ვისმენთ ჩანაწერს,სადაც სიტყვით გამოდის და საკუთარ ისტორიას ყვება მოტივაცია გვემატება. მისი ისტორიის გაზიარებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ ოცნებებს ყოველთვის აქვთ ჯადოსნური ძალა.

სწორედ ამიტომ ნამდვილი მოტივატორები ყველაზე დიდი მეოცნებენი არიან.მათ სჯერათ იმის,რასაც გრძნობენ,რაც არ ყოფილა მათ ცხოვრებაში ჯერ,მაგრამ მომავალში აუცილებლად მოხდება.

შესაბამისად ჩვენც ვალდებულები ვართ გავყვეთ ჩვენს ოცნებებს ბოლომდე,მოვუსმინოთ ჩვენს გულს,ჩვენს შინაგან სამყაროს,რომელიც ყოველთვის გვირჩევს გზას,როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს და ავიხდინოთ ყველა ოცნება უკლებლივ.