Skip to content

ფრინველის თვალი (შთამაგონებელი ისტორია)

ერთხელ ერთი ინდოელი ბრძენი თავის მოსწავლეებს მშვილდოსნობას ასწავლიდა.
მან სამიზნედ საშუალო ზომის ხის ფრინველი დადო და თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ესროლათ მისთვის.თუმცა ვიდრე ამას გააკეთებდნენ მათ უნდა აღეწერათ, თუ რას ხედავდნენ დამიზნებისას.
როდესაც ბრძენი პირველ მოწაფეს შეეკითხა, თუ რას ხედავდა, მან უპასუხა:
– ვხედავ მინდორს,ხეს, ხის ფრინველს და მის თვალს.
ბრძენმა მას არ მისცა ისრის სროლის ნება და მეორე მოწაფეს დაუსვა იგივე შეკითხვა.
– ვხედავ, ფრინველს და მის თვალს – უპასუხა ბრძენს მეორე მოსწავლემ.
ბრძენი არც მეორე მოწაფის პასუხმა დააკმაყოფილა და მესამეზე გადავიდა იგივე კითხვით.
– მე მხოლოდ ფრინველის თვალს ვხედავ – უპასუხა ბრძენს მესამე მოწაფემ.
– ძალიან კარგი, მაშინ ესროლე – ღიმილით უპასუხა მას ბრძენმა , რადგან ძალიან კარგად ესმოდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება:
მიზანს, რომ მიაღწიო მასზე კონცენტრირებაა საჭირო.