Skip to content

“როგორ ხდება, რომ იდიოტები ხდებიან მდიდრები და მე არა.”

ერთი თავი რობერტ შემინის წიგნიდან:
შესაძლებლობის მომცემები
შესაძლებლობების მომცემების ჯგუფი შეიძლება დავყოთ ოთხ ძირითად კატეგორიად:
1.კატეგორია, სხვა ადამიანების გამოცდილება. ბევრი დამრიგებელი ხვდება ამ ჯგუფში;
2.    კატეგორია, სხვა ადამიანების იდეა. ამ ჯგუფში ხვდება პარტნიორები და ექსპერტები, ადამიანები, რომლებიც გაგიზიარებენ თავიანთ იდეებს;
3.    კატეგორია სხვა ადამიანების დრო. არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობას გაძლევენ აკეთო ის, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის. ამასობაში ისინი გეხმარებიან მიაღწიო საკუთარ მიზანს;
4.    კატეგორია, სხვა ადამიანის ფული. არიან ადამიანები, რომელთა ფულითაც შენ შეძლებ შენი მიზნის მიღწევას..
თითოეული ამ კატეგორიიდან აჩქარებს თქვენი გამდიდრებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების მოწოდებას: გამოცდილება, იდეა, დრო, ფული და ავტორიტეტი. რატომ? მიზიდულობის და ზეგავლენის კანონიდან გამომდინარე.
ახლა კი დროა, შეარჩიო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და ადამიანები, რომლებიც ხელს შეგიშლიან.
დაიმახსოვრეთ: ადამიანები, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ თქვენს ცხოვრებასთან შეიძლება  დაგეხმარონ წინსვლაში, ან შეგაფერხონ.
განვხილოთ თითოეული კატეგორიის ადამიანები ცალ-ცალკესხვა ადამიანების გამოცდილება
მე არ ვიცი არცერთი მდიდარი, რომელსაც არ ჰყოლოდეს ერთი მაინც დამრიგებელი, რომელიც გაუზიარებდა მას თავის გამოცდილებას. ამასთან, ძალიან ბევრ მდიდარს(ჩემი ჩათვლით) ჰყავდა მთელი გუნდი დამრიგებლებისა, რომლებიც უზიარებდნენ მათ თავიანთ გამოცდილებას. ვინ არის დამრიგებელი, რომელიც თავის გამოცდილებას გიზიარებს? შეიძლება განვსაზღვროთ როგორც: პიროვნება, რომელიც ამცირებს შენი წარუმატებლობის რისკს და ზრდის წარმატების შანსს. ის გიზიარებს პირად გაკვეთილებს და ამით საკუთარი გამოცდილების გათვალსწინებით გხდის შორსმჭვრეტელს. ის არის ადამიანი, რომელიც შთაგაგონებთ, რომელიც გზის მანათობელი შუქურაა თქვენი წარმატების გზაზე.
როგორ ვიპოვოთ ასეთი ადამიანი? შეიძლება თავიდან რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა ეძებოთ პიროვნება, რომელიც იმას აკეთბს, რისი გაკეთებაც შენ გინდა. მიაგენით ისეთ ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან ფულის კეთება იმ საქმეში, რითაც თქვენ ხართ დაინტერესებული. და როდესაც იპოვით ასეთ ადამიანს ჰკითხეთ მათ, რომ გაგიზიარონ ინფორმაცია საკუთარი ცოდნის შესახებ თვეში ერთხელ ან მეტჯერ. დაპატიჟეთ ისინი ლანჩზე. უყიდეთ მათ ერთი ჭიქა ჩაი. უთხარით, რომ აღფრთოვანებული ხართ მისი ცოდნით და გსურთ მას გაეჯიბროთ. უჩვენეთ მას, რომ ისწრაფვით წარმატებისკენ და მიაღწიეთ თქვენს მიზნებს. ერთ დღესაც თქვენ გახდებით დამრიგებელი საკუთარი თავის.
თქვენ აღმოაჩენთ, რომ მდიდარ ადამიანებს უყვართ იდეების გაზიარება და სხვების დახმარება. უბრალოდ გადადგით ნაბიჯი ახლავე, რომ იპოვოთ ერთი ან ორი დამრიგებელი.
ყველაზე ჭკვიანური, რაც აღმოვაჩინე იყო ის, რომ ვერასოდეს გავხდებოდი მდიდარი მარტო. ვერც თქვენ შეძლებთ ამას მარტო.

სხვა ადამიანების იდეა
გინდათ გახდეთ მდიდარი, მაგრამ არ გაქვთ რაიმე ბიზნესის ან ინვესტიციის იდეა? მაშინ დაიწყეთ სხვა ადმიანების იდეების მოსმენა. ამის ბევრი გზა არსებობს. მიხვიდეთ წარმატებულ ბიზნესმენებთან და ჰკითხოთ მას, შექმნათ გუნდი ან გაწევრიანდეთ ისეთ გუნდში სადაც თავის იდეებს უზიაებენ ერთმანეთს გამდიდრების გზებთან დაკაშირებით. ან იარეთ ისეთ კურსებზე სადაც ადამიანები დაინტერესებული იქნებიან იმ სფეროში წარმატებით, სადაც შენს გსურს წინსვლა და მოისმინე და გაუზიარე მათ ეს იდეები.

სხვა ადამიანების დრო
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბევრი გინდათ რომ გქონდეთ? ფული? რა თქმა უნდა, არა  იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დროა. ყველას გვაქვს 24 საათი დღე-ღამეში. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში აუცილებელი ისეთი რაღაცეების კეთება, რაც არ გსიამოვნებს, მაგალითად: სახლის დასუფთავება, სადილის მომზადება, ვებ გვერდის დამზადება. ეს ყველაფერი კი მოითხოვს დროს, რომელიც მთელ თქვენ დროს, 24 საათს, აკლდება. თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ პიროვნება სახლის დასასუფთავებლად, შეუკვეთოთ სადილი, ან დაიქირაოთ ვებ გვერდის განმვითარებელი. ამით თქვენ სრულად დაუთმობთ თვენს დროს იმას, რისი კეთებაც გსიამოვნებს.
რა არის ახლა თქვენი ერთი საათის ღირებულება? თუ ის არის 10 ლარი, მაშინ მოძებნეთ ვინმე ვისაც დაუთმოთ თქვენს ადგილს და ის ამისთვის იმუშავებს 5 ლარად. ამით დაზოგავთ 5 ლარს და გექნებათ ერთი საათი, რომ გამოიმუშავოთ 100 ლარი და მეტი.

სხვა ადამიანის ფული
ყველა მდიდარმა იცოდა (როცა ის ისწყებდა გამდიდრებას), რომ თუ სურდა სწრაფად გამდიდრებულიყო, მაშინ სხვა ადამიანების ფული უნდა გამოეყენებინა. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ ფიქრობთ საშინელებაა საკუთარი ფულის დაკარგვა, იცოდეთ უფრო დიდი საშინელებაა სხვისი ფულის დაკარგვა.
სხვა ადამიანების ფულის აბგა მოიცავს:
•    დიდ ფულის შემქმნელ იდეას;
•    დაწერე გეგმა, რომელსაც გადაამოწმებ უწყვეტად;
•    შეიქმენი იმიჯი წარმატებული ადამიანის;
•    ყურადღებით გაწერე მოქმედებათა გეგმა ისე, რომ არ გამოგრჩეს არცერთი დეტალი და შექმენი ბუნერივი სურათი;
•    დიდი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ თავისი ფულით დაგეხმარონ.
ფული შეიძლება გამოიყენოთ: ბანკის; ბიზნესის მფლობელის; ბუღალტერის; ფინანსისტის; ნათესავის; მეგობრის და ა.შ. იფიქრეთ ბანკის წყაროს გარდა სხვაზე და აღმოაჩენთ ბევრ წყაროს.
რობერტ შემინის ისტორია, თუ როგორ მიიღო ბანკიდან 1 მლნ. დოლარი უძრავი ქონების შეძენა-რემონტისათვის.

მდიდარი ადამიანის სამოქმედო გეგმა

ა.    ფურცელზე ჩამოწერეთ სია იმ ადამიანებისა, რომლებიც შემოგთავაზებენ:
1.    თავიანთ გამოცდილებას;
2.    თავიანთ იდეებს
3.    თავიანთ დროს;
4.    თავიანთ ფულს;
ბ.    ჩამოწერე, რომელი პროფესიის ადამიანები გჭირდება ოცნების გუნდის შესაქმნელად. (ბუღალტრები; იურისტები და ა.შ.)