Skip to content

ბიზნესის თავისებურებები და მნიშვნელობა ჯანდაცვაში

გამომგზავნი/ ავტორი: რევაზ ლორთქიფანიძე (ეკონომიკის დოქტორი: ეკონომიქსი; მსოფლიო მეურნეობა)

ჯანდაცვის სისტემაში საერთოდ და მის ცალკეულ სახელმწიფო, სხვადასხვა ტიპის შერეულ თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ორგანიზაციაში წარმატებული მენეჯმენტის ინტერესის საგანს პაციენტის გაჯანსაღება წარმოადგენს შესაძლოდ მინიმალური ხარჯების პირობებში. სწორედ აღნიშნულით განსხვავდება სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი ზოგადად სამეწარმეო სუბიექტის მართვისაგან. მეწარმის მთავარი მიზანი მოგებაა, ჯანმრთელობის სისტემაში კი წინა პლანზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა დადგეს – არაფრით არ შეიძლება, რომ მოგების მიღების წყურვილს ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.
 გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ჯანდაცვის ეკონომიკის ზოგადი ინტერესის საგანს მოსახლეობის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის საუკეთესო საერთაშორისო პარამეტრებამდე ეტაპობრივი მატება და ხსენებულის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენების მექანიზმების შემუშავება უნდა წარმოადგენდეს.
მართვის პროცესში ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წარმატებული მენეჯერული საქმიანობის ხარჯების შემცირების ინტერესი, რომლის საგანს ზოგადად სამედიცინო მომსახურების ხარჯების მინიმიზება, მართვისა და მართული რესურსების გამოყენების მაქსიმალური ეფექტიანობა და ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების რეზერვების გამოვლენა წარმოადგენს.
ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ეკონომიკის სოციალური სფეროს დარგი, უშუალოდ არ ქმნის მატერიალურ პროდუქციას, მაგრამ ჯანდაცვაში გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად სულიერად და ფიზიკურად მომაგრებული ადამიანი, ბუნებრივია, თავის სამუშაო ადგილზე ეკონომიკურ წარმადობასაც ზრდის და პროდუქციისა და და მომსახურების ხარისხსაც აუმჯობესებს. გასათვალისწინებელია, რომ ჯანდაცვის სისტემის მართვისა და შესაბამისად მართულ მთელ აღწარმოებით პროცესში გარკვეულწილად მონაწილეობს სამედიცინო ტექნიკისა და სამკურნალწამლო წარმოების დარგებიც.
ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო დაზღვევისა და საგადასახადო მექანიზმების მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო თანამედროვე აშშ–ში, რაც განსაკუთრებულ შეღავათებს აძლევს მოსახლეობის საშუალო და მცირეშემოსავლიან ფენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად,მნიშვნელოვანირეფორმა მიმდინარეობს საქართველოში, სადაც გააქტიურდა ეკონომიკური დემონოპოლიზაციის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი და ცალკეული სხვილი ობიექტების პრივატიზებასთან ერთად,საჩხერის საავადმყოფოს უნიკალური მაგალითით იხსნება თანამედროვე მრავალპროფილიანი და მცირე სამედიცინო ობიექტები როგორც მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაღალმთიანეთში.ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სრულიად საქართველოს კათოლოკის-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მნიშვნელოვანი ნოვაციები, თანამშრომლობის ინტერესები და საუკეთესო მაგალითებია მეზობელი ქვეყნებიდანაც – მ.შ. ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, კავკასიის ცალკეული რეგიონებიდან, რაც ნამდვილად სამაგალითოა ეკონომიკის სხვა სფეროებისათვისაც და სწორედ ეს უნდა გახდეს ხალხთა შორის მეგობრობის განვითარების საწინდარი.
კომუნიკაციების განვითარების თანამედროვე ეპოქაში, როცა საბაზრო ურთიერთობები ადამიანური საქმიანობის ფაქტიურად ყველა სფეროში ამოქმედდა, სულ უფრო ოპერატიული და ხარისხიანია სამედიცინო მომსახურებაც, როგორც ფირმებისა და კორპორაციების მიკროდონეზე, ასევე მაკროეკონომიკაშიც,ნაკლებცენტრალიზებული და ოპტიმალური ხდება მენეჯერული საქმიანობის ხარჯები, ჯანდაცვაში იქმნება ახალი ფონდები და ასოციაციებიდაუნდა გაძლიერდეს სახელმწიფო დაკერძო დაზღვევის როლიდა პროგრამული დაფინანსება ადამიანური პრობლემების განსაკუთრებით მწვავემიმართულებებით.