Skip to content

ბედნიერი ცხოვრების 20 წესი

როდესაც ცხოვრებაზე დაფიქრდები, ძნელია თავი დააღწიო შიშისა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობის შეგრძნებას, თუმცა ნამდვილად შესაძლებელია ვისწავლოთ, თუ როგორ მოვიპოვოთ საკუთარი თავის რწმენა და გონების სიმშვიდე. ქვემოთ მოცემულია 20 წესი, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:
1. იყავი მადლიერი შენს ირგვლივ არსებული მშვენიერებით.
2. გაიღიმე, როცა სურვილები აგისრულდება.
3. გულწრფელი მადლობით დააჯილდოვე ყველა, ვინც შენს ცხოვრებას ალამაზებს.
4. ჩაიხედე სარკეში და ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოვუტანო ამ სამყაროს“?
5. პირობა დადე, რომ უფრო მეტ სიყვარულს ჩადებ ყველაფერში, რასაც გააკეთებ.
6. იცოდე,  მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ –იმოქმედე ღირსეულად.
7. მიიღე სიამოვნება შენი ცხოვრების მნიშვნელოვნების გაცნობიერებით.
8. ღრმად ჩაისუნთქე, გათავისუფლდი არაჯანსაღი დამოკიდებულებებისგან.
9. აღიარე შეცდომები, მხარში გაიმართე და აიღე პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე.
10. ისწავლე რაიმე ღირებული ყოველი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.
11. გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია და ისიამოვნე მიღეული შედეგებით.
12. პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მოეკიდე, როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა ადამიანებს.
13. დაამარცხე შიშის გრძნობა და დაფიქრდი, რა სარგებლობა შეგიძლია მოუტანო სამყაროს.
14. ყოველთვის წინ იარე. მიეცი საშუალება ცხოვრებას, ახალი თავგადასავალი მოგიწყოს.
15. იყავი მომთმენი და გწამდეს, რომ „ყველაფერი კარგად გამოვა.“
16.  მიეცი საშუალება შენს შინაგან სიმშვიდეს და სიბრძნეს წაგიყვანოს იქ, სადაც საჭიროა.
17.  მიეცი საკუთარ თავს დასვენების საშუალება.
18. გამდიდრდი და სხვებიც დაპატიჟე შენს ცხოვრებაში.
19. გზის შერჩევა ყოველთვის გულს მიანდე.
20.  სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან სიყვარული მიიტანე.