Skip to content

თანამედროვე ტენდენციები სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიაში

სასტუმრო მომსახურების პროცესი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან დეტალს სტუმრის ჩამოსვლიდან, მის უკან დაბრუნებამდე. ყველა სასტუმროსთვის მნიშვნელოვანია სტუმრის კმაყოფილება, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა სტუმრის ლოიალურობისა და მისი რეკომენდაციების სინონიმს. დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ მოგზაურობას, კარგად არიან გათვითცნობიერებული და იციან მომსახურების „ავი და კარგი“ ამიტომაც მნიშვნელოვანია მხარი ავუბათ სასტუმრო სფეროში თანამედროვე ტენდენციებს. გთავაზობთ, რამდენიმე ახალ ტენდენციას, რომელიც უკვე ფეხს იკიდებს მსოფლიოს წამყვან სასტუმროებში.

1) ჭკვიანი ოთახები

ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოგზაურთა უმეტესობას სურს დრო კომფორტულ, ტექნოლოგიურად მდიდარ ატმოსფეროში გაატაროს. კარგი იქნებოდა ქართულ სასტუმროებს ეფიქრათ, რომ თავიანთი ოთახები ისეთი გაჯეტები გაემდიდრებინათ, როგორიცაა პლანშეტები, ხმის ასისტენტები, ავტომატური განათებები, გათბობა და სხვა.

2) თვითრეგისტრაციის Self-Check in სისტემები

სასტუმროში რეგისტრაცია ყოველთვის არ არის საუკეთესო დრო პირველი დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად. სტუმრები ხშირად დაღლილები მოდიან, აქვთ ბარგი, ჰყავთ ბავშვები და ა.შ. მათ სჭირდებათ მეტი მოქნილობა და თავისუფლება სასტუმროსთან ურთიერთობაში.

თვითრეგისტრაციისას მომხმარებელი დისტანციურად აკეთებს ჯავშანს და როდესაც აღმოჩნდება სასტუმროსთან უკავშირდება ოპერატორს, გადახდის გადამოწმების შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა სასტუმროში და ნომერში შესასვლელი კოდები, რის საფუძველზე ის მარტივად აღმოჩნდება სასტუმროში და ყოველგვარი კითხვების გარეშე შეძლებს დაბინავებას.

სისტემა სასარგებლოა სასტუმროს მფლობელთათვისაც, რომლებიც ზოგავენ პერსონალის დროს და ენერგიას და ამავდროულად საკუთარ ფინანსებსაც.

3) რობოტები

იაპონიაში, Henn-na Hotel პირველი სასტუმროა, რომელმა დანერგა რობოტები სასტუმროს მომსახურების სისტემაში. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში

4) ამომცნობი სისტემები

ალბათ გსმენიათ Face ID და Touch ID ტექნოგიების, ასევე Amazon Go მაღაზიების შესახებ, თანამედროვე ტექნოგიებით აღჭურვილი სასტუმროები დღესდღეობით იყენებენ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ეხმარებათ სტუმრების ავტომატურ რეგისტრაციასა და გაწერაში, გადახდების ავტომატურად მიღებაში.

5. ვირტუალური რეალობა (VR)

დღესდღეობით ბევრი სასტუმრო იყენებს VR ტექნოგიებს იმისათვის, რომ აჩვენონ მომხმარებლებს საკუთარი სასტუმროების გარემო და პირობები, ვიდრე ისინი ეწვევიან მათ.

6. ჩატბოტები და ხელოვნური ინტელექტი

ჩატბოტები ავტომატურად პასუხობენ სტუმართა კითხვებსა და თხოვნებს. მარტივად რომ ვთქვათ დღესდღეობით ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ, რომ მარტივ კითხვებს ადამიანური რესურსების ჩარევის გარეშე ვუპასუხოთ.

7. მობილური აპლიკაციები

დღესდღეობით ბევრი წარმატებული სასტუმრო სთავაზობს მომხმარებელს მობილურ აპლიკაციას, სადაც ინტეგრირებულია პერსონალთან მარტივი კომუნიკაციის სერვისი, ტაქსის გამოძახების სერვისი, რესტორანში მაგიდის დაჯავშნა და ა.შ

8. რეპუტაციის მენეჯმენტი

იმ დროში, როცა მომხმარებელთა 70%-ზე მეტი წინასწარ ამოწმებს ონლაინ განხილვებს სასტუმროს დაჯავშნამდე ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი. დაატრენინგეთ პერსონალი, ყურადღებით მოისმინეთ და დროული რეაგირება მოახდინეთ მომხმარებელთა უარყოფით უკუკავშირზე, უპასუხეთ და ყურადღებით მოეკიდეთ კომენტარებს სოციალურ და ვებ სივრცეებში.

საქართველოში არსებობს კომპანია „SAME” ჯგუფი, რომლის მისიაა საქართველოში სასტუმრო მენეჯმენტის განვითარება, ეს ჯგუფი სასტუმრო ობიექტებს სთავაზობს ინოვაციურ სერვისების დანერგვას, რომელიც მათ გაყიდვების გაზრდასა და მომხმარებელთა კმაყოფილების მიღწევაში დაეხმარება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Same ჯგუფის ვებსაიტზე same.ge. ჩვენი ინფორმაციით კომპანია ახლო მომავალში გეგმავს ინოვაციური აპლიკაციის შექმნას მომხმარებლებისთვის, ტურისტებისთვის, რომელიც გაამარტივებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციას და მეტად საინტეროს საქმიან სივრცეს შექმნის!

პირველი სასტუმრო თვითმომსახურებით