Skip to content

ყველაზე დიდი სარგებელი,რომელიც სტივ ჯობსმა სამყაროს მოუტანა

“რასაკვირველია, iPod-ი, iPad–ი, Itunes–ი, Macintosh–ი და სხვა უამრავი გასაოცარი და ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მან საზოგადოებისათვის შექმნა” – უამრავ  ამდაგვარ პასუხს მივიღებთ, თუ დავსვამთ კითხვას: რა სარგებელი მოუტანა სტივ ჯობსმა სამყაროს?
თუმცაღა თუ ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, ეს მარტო სტივ ჯობსს არ გაუკეთებია – ამ საქმეში მისმა სამუშაო ჯგუფმაც დიდი წვლილი შეიტანა. მართალია, სტივ ჯობსმა საფუძველი ჩაუყარა უამრავი ღირებული პროდუქტის შექმნას, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მან უამრავი ადამიანი დაასაქმა. შეიძლება ითქვას,რომ სტივი ამართლებდა თავის გვარს – JOBS.  მოდით ასე ვთქვათ: Steve created jobs.
დასაწყისისათვის Apple –ს 7 000–მდე დაქირავებული ჰყავდა. დაგეთანხმებით თუ იტყვით, რომ ეს ასეთი დიდი კომპანიის კვალობაზე, არც თუ ისე დიდი ციფრია, თუმცა ყველაფერი ასე არ დასრულებულა.. როდესაც სტივი კომპანიას დაუბრუნდა დროთა განმავლობაში Apple –ის დაქირავებულთა ოდენობა 47 ათას, სრული განაკვეთით მომუშავე, ადამიანამდე გაიზარდა.
47 ათასი დაქირავებულის ყოლა უდიდესი სამუშაოს შესრულების, შესაბამისად დიდი ღირებულების პროდუქციის შექმნის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა კომპანია ფინანსურად უზრუნველყოფს თავის დაქირავებულებს. ამასთან ერთად იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებიც Apple–ის პროდუქტებზე მუშაობენ, ქმნიან კომპიუტერულ პროგრამებს Apple–ის პროდუქტებისათვის და მათი გაყიდვებისაგან იღებენ შემოსავალს.
მონაცემებიც საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს 15 მილიარდი აპლიკაციის გადმოწერა App Store–იდან, აშკარად დიდი მაჩვენებელია. ონლაინ მაღაზიაში 425 000–მდე განსხვავებული აპლიკაციის გადმოწერაა შესაძლებელი, რომელიც უამრავი სხვადასხვა კომპანიის მიერ არის შექმნილი. თუნდაც ერთი უბრალო მაგალითი მოვიყვანოთ: google-ის საძიებო სისტემა გვიჩვენებს, რომ თვეში 40 000–მდე ძებნაა შესრულებული საძიებო სიტყვების “iPad sleeve (აიპადის ყდა, ჩასადები პატარა ჩანთა)”–ის გამოყენებით. ალბათ ახლა ნათელია, თუ რა დიდი მოთხოვნაა apple–ის პროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ პროდუქციაზე. ასევე apples-ის წიგნების მაღაზიის კატალოგში (iBookstore) 17 000–მდე წიგნი ირიცხება – მათ გაყიდვაზეც უამრავი ადამიანი მუშაობს. ალბათ შეუძლებელია დაითვალო ზუსტად რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს ჯობსის მიერ შექმნილი “ჯობებიდან”.
დღეს ფაქტი კი ფაქტად რჩება:  შედეგი, რომელსაც სტივ ჯობსის კომპანიამ მიაღწია ბევრი ქვეყნის ეკონომიკისათვის ოცნებას წარმოადგენს.
მოდით გადავხედოთ იმ უამრავ ადამიანს, რომელიც apple-ის პროდუქტების შექმნაზე მუშაობს, იღებს სარგებელს და შემოსავალს იმ სამუშაო ადგილებისაგან, რომელიც არ იარსებებდა, რომ არა ერთი ადამიანის ინოვატორი ტვინი, ამას დავამატოთ ადამიანები, რომლებიც სარგებელს იღებენ მისი პროდუქტებისაგან, თავიანთი კომფორტისა და სიამოვნებისათვის მოიხმარენ მათ და ეს მსჯელობა დავასრულოთ იმ უამრავი ადამიანისა და კომპანიის მაგალითის გააზრებით, ვინც ყიდის შექმნილ პროდუქტებს – აშენებს საკუთარ ბიზნესს, ადამიანებს აწვდის apple-ის პროდუქციას  და ასაქმებს ხალხს. ალბათ საბოლოოდ მიხვალთ დასკვნამდე, რომ სწორედ ეს დაუსრულებელი დადებითი ეფექტი წარმოადგენს ყველაზე დიდ სარგებელს, რომელიც სტივ ჯობსმა სამყაროს მოუტანა…