Skip to content

იმ დღეებში, როცა კოსმოსური კვლევები ის-ის იყო იწყებოდა, ჯონ კენედი კანავერალის კონცხზე განლაგებულ „ნასას“ ბაზას ეწვია. ის შეხვდა მრავალ სახელგანთქმულ სწავლულსა და მკვლევარს, შეხვდა ადამიანებს, რომელთა უდიდესი სურვილი იყო, დაეპყროთ კოსმოსი და ადამიანს მთვარეზე ფეხი დაედგა. კენედი გაესაუბრა ადმინისტატორებს, ბუღალტრებს და კიდევ სხვა მრავალ ადამიან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, მიზანსწრაფულად მოქმედებდნენ პროექტის განსახორციელებლად და ამაყობდნენ თავიანთი საქმიანობით.

თავისი ავტომობილისკენ, დერეფანში მიმავალი კენედი, ნაგვის გროვაზე დახრილ ჭაღარა ზანგს შეეჩეხა, რომელსაც ერთ ხელში გადასაყრელი ნაგვის პაკეტი ეჭირა, მეორეში კი – აქანდაზი. შეიძლება ეს ვინმეს ზედმეტადაც კი მოსჩვენებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა თავაზიანად ჰკითხა მას:

– რას აკეთებთ აქ?

დამლაგებელი წელში გაიმართა, ყურადღებით შეხედა პრეზიდენტს და სიამაყისა და საკუთარი ღირსების გრძნობით აღვსილმა, რაც მის ხმაშიც ნათლად მოჩანდა, უპასუხა:

– იმას, რასაც ყველა აქ მყოფი – ვმუშაობ, რათა ადამიანის მთვარეზე გაფრენა, შესაძლებელი გავხადო. აი, რას ვაკეთებ აქ!