Skip to content

კრიტიკის შიში: შვიდი სიმპტომი

1. გაუბედაობა – ჩვეულევბრივ გამოიხატება ნერვიულობაშო, სიფრთხილეში საუბრისას და უცნობთან შეხვედრისას. შეინიშნება უხერხული მოძრაობები, თვალების აქეთ-იქით ცეცება.

2. გაუწონასწორებლობა – საკუთარი ხმის, ნერვიულობი გაკონტროლების უნარის უქონლობა, ნერვიულობა უცხო ადამიანთან თანდასწრებით, ცუდი მეხსნიერება.

3. ხასიათის სისუსტე – მერყეობა გადაწყვეტილების მიღებისას, შთაბეჭდილების მოხდენისა და მკაფიოდ განმარტების უნარის უქონლობა; „ხვალისთვის გადადების“ ჩვევა; სხვის აზრთან დაუფიქრებელი – ნაჩქარევი დათანხმებისადმი მიდრეკილება;

4. არასრულფასოვნების კომპლექსი – შთაბეჭდილების შექმნის მიზნით „მაღალფარდოვანი სიტყვებით“ ლაპარაკის ჩვევა (ხშირად შესაბამისი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის ცოდნის გარეშე); მიმბაძველობა ჩაცმაში, ლაპარაკსა და ზოგად მანერებში; მიდრეკილება ტყუილების გამოგონებისკენ – განსაკუთრებით საკუთარი მიღწევების შესახებ. ასეთი ადამიანები გარეგნულად საკუთარ თავში დარწმუნებულნი ჩანან.

5. ექსტრავაგანტულობა – მიდრეკილება იმისკენ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც სხვებთან; ამას გარდაუვალად მოჰყვება ისე ცხოვრება, რაც შესაძლებლობებს აღემატება.

6. უინიციატივობა – საკუთარი შეხედულებების გამოთქმის შიშიმ საკუთარ იდეებში დაურწმუნებლობა; საუბარში პასუხისადმი თავის არიდება.

7. თავმოყვარეობის უქონლობა – სულისა და სხეულის სიზანტე, ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა, თვითდამკვირდების უუნარობა და სურვილის უქონლობა; ზურგსუკან ცუდის და პირში კარგის თქმის ნიჭი; ნებისმიერი წამოწყებისთვის თავის ადვილად მინებება, გარედან მცირეოდენი წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი; უსაფუძვლო ეჭვიანობა; საკუთარი შეცდომების აღიარების სურვილის უქონლობა;

ნაპოლეონ ჰილი