Skip to content

იოგას გაკვეთილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

ბრუკლინში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სამი ქალი იჯდა და კარისკენ იყურებოდა. თებერვლის წვიმიანი საღამო იდგა… ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც დანარჩნებივით ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფის ყველანაირი გამოცდილება გააჩნდა, თავიდან ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით დაიწყო, მერე თანდათან გაწელვებზე გადავიდა.

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროგრამა (ETI) სპეციალურად ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად არის შექმნილი.  იგი მთლიანად მოხალისეობაზეა დაყრდნობილი და ხუთი წელია  ფუნქციონირებს.

ETI – იოგა ტრავმის გარდაქმნის უნიკალური ფორმაა. იგი თავის მხრივ მოიცავს ტრადიციული იოგის დამამშვიდებელ და საბაზისო ელემენტებს, რომელსაც ემატება მგრძნობელობითი ეფექტი სპეციაულრად თავშესაფრის კლიენტურისათვის. მაგალითად, ასეთ დროს მასწავლებლები არ მოძრაობენ ოთახში, არ ეხებიან ხელით პროგრამის მონაწილეებს და განათებაც ჩართულია…

„ინდივიდები, ვინც ტრავმის გამკლავებისს სტადიაზე იმყოფებიან, შესაძლებელია მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ მოძრაობების ანდა შეხებებისადმი.“ – ამბობს ასეთი ტიპის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი.

კვლევებმა ცხადყო, რომ ტრავმის გარდამქმნელ იოგას შეუძლია შამციროს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შფოთვა, ძილითი აშლილობები, არაჯანსაღი ფიქრები და სხვა. კვლევების ამ შედეგს ადასტურებს ორგანიზაციის სტუმრებზე დაკვირვებაც. ისი მართლაც სრულიად გარდაიქმნენ.

„იოგის ოთახი ეხმარება ძალადობის მსხვერპლთ ხელახლა დაუკავშირდნენ საკუთარ სხეულს.“ – ამბობს ბრუკლინის საზოგადოების ხელმძღვანელი.

იოგის ბევრი ინსტრუქტორი თავად ყოფილა ოდესღაც ტრავმის მსხვერპლი.

„მე გამაჩნია სოლიდარობის შეგრძნება საკუთარი სტუდენტებისადმი !“  – აღნიშნავს კორილიუსი, რომელსაც ინსტრუქტორად მუშაობის ორ წლიანი სტაჟი გააჩნია. – „მოხარული ვარ, შევთავაზო მათ თუნდაც ძალიან პატარა ფანჯარა, იმ სივრცეში მოსახვედრი, სადაც სულს მოითქვამენ.“