ერთხელ ლომი და ხარი ღვინოს სვამდნენ. ამ დროს, ლომს მობილურზე ცოლმა დაურეკა.
ლომმა უპასუხა ცოლს:
– გისმენ ძვირფასო.. ხო კარგი გასაგებია, მალე მოვალ.
ხარი გაოცებული უსმენდა ლომს და როცა მან საუბარი დაასრულა მორიდებით ჰკითხა:
– როგორ აძლევ ცოლს ნებას ასე გესაუბროს, შენ ხომ ცხოველთა მეფე ხარ?
ლომს გაეცინა და უპასუხა:
– ალბათ ამაზე ბევრი არ გიფიქრია ან უბრალოდ არ გესმის. შენ ძროხა გყავს ცოლად, ჩემი ცოლი კი ლომია და ჩემი მეფობაც სწორედ მისი დამსახურებაა!