Skip to content

ამ წყვილმა 73 წელი იცხოვრა ერთად!

ამ წყვილმა 73 წელი იცხოვრა ერთად და სიკვდილმა მხოლოდ რამდენიმე საათით დააშორა ერთმანეთს

როდესაც 94 წლის ჰელენ აუერმა ეს ქვეყანა დატოვა, მისი მეუღლე, ჯო უკანასკნელად ეამბორა მას და ჩასჩურჩულა: „ჰელენ, მალე მოვალ შენთან“ რამდენიმე საათის შემდეგ ჯოც გარდაიცვალა..

ამ წყვილს ცინცინატიდან (ოჰაიოს შტატი), განსაკუთრებული ცოლქმრობა და დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთისადმი. მათმა 10 შვილმა ყოველთვის იცოდა, რომ ისინი უერთმანეთოდ დიდხანს ვერ გაძლებდნენ. აუერების ქორწინებამ 73 წელს გასტანა. მათ ერთად გაიარეს მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილში. ომში მყოფმა ჯომ 1944 წელს საქაღალდეში (საფულეში) შეინახა თავისი მეუღლის და პირველი ორი შვილის ფოტო და მთელი ეს წლები სულ თან დაჰქონდა. ეს ფოტო მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ იქ იპოვეს და მასთან ერთად დამარხეს. აუერები დედას იხსენებენ როგორც მოსიყვარულე და მხიარულ ქალს, რომლის დამსახურებაც იყო ოჯახის ერთიანობა ძნელბედობის ჟამს. ჯო უფრო თავშეკავებული და მორწმუნე ადამიანი იყო, რომელსაც სწამდა, რომ შვილები ღვთისგან ბოძებული საჩუქარი იყო.

აუერები ყოველთვის იცინოდნენ. უკანასკნელ ფოტოზეც ისინი იღიმიან.

1

უმცროსი შვილი ჯერი, რომელიც 52 წლისაა, ამბობს, რომ მისი მშობლები, მიუხედავად მანძილისა და ფინანსური სირთულეებისა, მუდამ ზრუნავდნენ ურთიერთობის განახლებაზე.

2

ის ამბობს: „ისინი თავმდაბალი და უბრალო ადამიანები იყვნენ, რომლებიც არაფერს ითხოვდნენ და სამაგიეროდ მიიღეს ყველაფერი.“

3

„ჩემი მშობლები არიან მისაბაძი მაგალითი. მათი ურთიერთობა პატივისცემას იმსახურებს.“

4

ჯო მართალს ამბობდა – ის ღვთისგან დალოცვილი იყო.

5

ეს წყვილი მოესწრო 16 შვილიშვილს, 29 შვილთაშვილს და 1 შვილთაშვილის შვილს.

6

ჰელენის და ჯოს დაკრძალვის ცერემონია იმ ეკლესიაში გაიმართა, სადაც მრავალი ათეული წლის წინ დაიწერეს ჯვარი.

7

ჯოს და ჰელენის სიყვარულის ისტორია აღფრთოვანებას იწვევს. მათი ოჯახი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზაზე ყველა სირთულეს გაუძლო, მართლაც სამაგალითო იყო. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ და მიაღწიეს კიდეც ამას.

ავტორი: კატო პოეზიელი