Skip to content

დაბრუნდება ბედნიერების წუთები?

ჩანახატი

07.05.10
ვზივარ და ვგრძნობ, რომ აღარ შემიძლია წერა…ვერ ვუყრი თავს ფრაზებს..ალბათ ეს ის დროა ,როდესაც ცხოვრების ყველაზე,ერთ დროს ჩემთვის ძვირფასი გრძნობა დავკარგე….ახლა დიდი სიცარიელე და სიტყვების ქაოსი სუფევს ჩემში..არ ვიცი რა ვქნა მაგრამ….იმედი მაცოცხლებს ,მაგრამ რისი ან ვისი არც კი ვიცი…ალბათ ბევრი ყოფილა ასეთ მდგომარეობაში ,როცა არ იცი რა უნდა ქნა…ხარ რაღაცის ანაბარა დარჩენილი..ცდილობ და აღარ გამოგდის…ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება გრძელდება და უნდა ვისწავლოთ ტკივილთან გამკლავება… უნდა დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას…გავხდეთ ის ვინც ვიყავით..მაგრამ, რაღაც განცდა არ გაძლევს სიმშვიდის უფლებას ის მოითხოვს ,რომ იბრძოლო და გიბრძანებს ,რომ იყო ბედნიერი, მაგრამ ამის შესრულება ასეთი ადვილიც ხომ არაა …სამწუხაროა ახლა ჩემში მხოლოდ იმედი სუფევს…ჩემი დევიზი „იბრძოლეთ“ ნელ-ნელა ჩემთვისაც კი კარგავს აზრს…….

01.08.12
ყველაზე ბედნიერი წუთებია….ვზივარ და ვგრძნობ როგორი ბედნიერი ვარ…რომ რაღაცამ გაიღვიძა ჩემში …ახლა ყველაფერი ლამაზი და ნათელია…მიყვარს ყოველი წვრილმანი….ყოველი დილის გათენება ,მზის მხურვალე სხივების დანახვა..დაღამება ,მთავარის მკვეთრი შუქი….ვგრძნობ გარშემო ყველაფერი როგორ შეიცვალა…და იცით რატომ მ ე მიყვარს…მიყვარს მთელი არსებით…მთელი გულით….ვგძნობ როგორ იზრდება ეს გრძნობა და აღარ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო რამე სხვაზე…მოვიწყინო ..ვიდარდო…არა პირიქით შემიძლია ვიჯდე მთელი დღე და ვიყო გაღიმებული, რადგან ჩემში დიდი სითბოა დაბუდებული..იცით მე ისევ ის მიყვარს..ისევ ძველებურათ.შევცვალე ყველაფერი…მივაღწიე ცხოვრების მთავარ მიზანს-უდიდეს ბედნიერებას….იმედები გამართლდა….ეს ყველაფერი ღირდა დიდ სევდადაც კი…… და იცით ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა?? რა დროც არ უნდა გავიდეს თქვენ ვერ შეძლებთ მიყვარდას თქმას…რადგან ნათქვამია თუ შეგიძლია ამის თქმა ან ახლა იტყუები ამ მაშინ იტყუებოდიო…შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გეგონოთ, რომ მორჩა თქვენი ბედნიერება და სიყვარული ,მაგრამ ის თუ ნამდვილად წრფელია მუდამ თქვენთან იქნება…შეგაძლებინებთ, რომ დაიბრუნოთ ის…გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი…გაგაძლებინებთ…დაგანახებთ ბევრ რამეს უფრო რეალურად…შეგაგუებთ ბევრ ტკივილს…გასწავლით ცხოვრებას…ბრძოლას……და დადგება ის დრო ,როცა ის ერთადერთი დაბრუნდება …შეიძლება შემომედაოთ, ვისაც უყვარხარ არსად წავაო, მაგრამ იცით რა ეს საჭიროც კი არის..რადგან ისწავლოთ ბრძოლა..შეგუება ..გამკვალება…რადგან შემდეგ უფრო დააფასოთ ის რაც გაქვთ…ეს თქვენს სიყვარულს უფრო აღრმავებს ….ამიტომ თუ რაღაც დამთავრდა არ ჩაიქნიოთ ცხოვრებაზე ხელი , მიდით იმ დასკვნამდე ,რომ ეს საჭიროც კი იყო ….ჩამოყალიბდით რა მოგიტანათ კარგი ამ სევდამ….აუცილებლად იპოვნით პასუხს…უბრალოდ არასოდეს დაყაროთ ფარ-ხმალი….რწმენა და მოტივაცია… გიყვარდეთ და გჯეროდეთ რომ „ყველაფერი რაღაც მიზეზთა გამო ხდება”.

გამომგზავნი/ავტორი: ნინო რუსიშვილი