Skip to content

შეინარჩუნეთ მოტივაცია ყოველდღიურად – გაკვეთილი ტვაილა ტარპისაგან

ტვაილა ტარპი ფართოდ არის აღიარებული, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი შესანიშნავი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. მსოფლიოში არაერთი ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის დაუდგამს სანახაობა: პარიზში, ბოსტონსა თუ ნიუ-იორკში მისი ჩვენებები უამრავ მაყურებელს იზიდავდა და იზიდავს კიდეც. ქორეოგრაფიაში მისი მოღვაწეობის დასაწყისი სულაც არ ყოფილა თავბრუდამხვევი, მაგრამ ტარპის მონდომებამ ის ასეთად გარდაქმნა.

 მოკლედ რომ ვთქვათ, ტვაილა ტარპი ნაყოფიერი შემოქმედია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ ახერხებს ამას?

წიგნში „კრეატიული ჩვევა“ ტარპი განიხილავს საკუთარი წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოს.

„ყოველ დღეს რიტუალით ვიწყებ. ვიღვიძებ 5:30 -ზე, ვიცვამ სავარჯიშო ტანსაცმელს, თბილ წინდებსა და ზედას, ვიხურავ ქუდს და გავდივარ გარეთ. ვიჭერ ტაქსის და მძღოლს იმ სპორტდარბაზის მისამართს ვეუბნები, სადაც ორი საათის განმავლობაში ვვარჯიშობ. „ – წერს ტარპი.

„რიტული არ არის ყოველდღიურად სპორტდარბაზში გაკეთებული გაჭიმვები და ვარჯიშები. რიტუალი არის მომენტი, როცა ტაქსიში ვჯდები და მძღოლს ვეუბნები, სად წამიყვანოს…

ეს მარტივია აქტია, მაგრამ მისი კეთება ყოველდღიურად, მას გარდაქმნის ჩვევად – ქმნის განმეორებადსა და მარტივს. თავისთავად, მცირდება შანსი, რომ მე გადავახტები ან სხვანაირად გავაკეთებ მას. „

მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ქმნის ტარპის დილის რუტინას ასე მნიშვნელოვანს და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.

არსებობს ერთი გასაოცარი ფაქტი მოტივაციის შესახებ. მოტივაცია მოდის მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიწყებთ ან უფრო სწორად, ვაყალიბებთ ახალ ჩვევას და არა მანამდე. დაწყება არის შთამაგონებელი აქტივობის ფორმა, რომელიც ბუნებრივად გარდაიქმნება მამოძრავებელ იმპულსად. მაგალითად, თქვენ შეიძლება გეზარებოდეთ დილით სარბენად ადგომა, მაგრამ როგორც კი დიწყებთ სირბილს, გრძნობთ ენერგიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მარტივია დასრულება, ვიდრე ეს დასაწყისში ჩანდა.

ჩვენ შეგვიძლია ნიუტონის პირველი კანონი შევადაროთ ჩვევების ჩამოყალიბებას: “სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით მანამ, სანამ მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს“ ანუ იპულსი იწვევს იმპულს და ეს კიდევ იმას ნიშნავს, დასაწყისი ძალიან რთულია.

რა თქმა უნდა, იქნება დღეები, როცა ტვაილა ტარპსაც გაუჩნდება გრძნობა არ ადგეს და გააგრძელოს ძილი. არსებობს მომენტი, როდესაც წარმოდგენა იმისა, რომ ახლა ორი საათი უნდა ივარჯიშო დამქანცველი მოჩანს. ადგომის რიტუალსა და ტაქსის გამოძახებას სჭირდება ემოცია, მოტივაცია და გადაწყვეტილების მიღება. ტვაილას ტვინი არ ხარჯავს ენერგიას იმის გადაწყვეტაზე, თუ რა გააკეთოს თითოეული ნაბიჯის შემდგომ. ის არ ყოყმანონს საკუთარ თავთან იმის შესახებ, რა უნდა იყოს პირველი პროცესი. ის უბრალოდ მიყვება იმ სქემას, რაც ერთხელ შეიმუშავა და რასაც ყოველ ჯერზე აკეთებს. ეს ქეცვა იქცა მის იმპულსად.

ყოველი კარგი რიტუალის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის აიოლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს: რა გავაკეთო პირველი ? როდის გავაკეთო ? როგორ გავაკეთო?  ძალიან ბევრი ადამიანი არასოდეს იწყებს რადგან ვერ გადაუწყვეტია როგორ დაიწყოს. მარტივი რიტუალების ქონა კი თქვენ მხრებიდან ამ ტვირთს ჩამოგხსნით.