ეხება ყველას,ვინც ფიქრობს რომ სიყვარული დედამიწაზე არ არსებობს. ბევრი ბედს უჩივის,რომ მათ უფალმა ნამდვილი სიყვარული არ მისცა. უამრავ ფსიქოლოგიურ სტატიებს კითხულობენ,ასეთი სახელწოდებებით: “როგორ მოვიპოვოთ სიყვარული”; “ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ჰოროსკოპის მიხედვით”; “სიყვარული გულიდან ამოდის” და ა.შ
ამგვარ სტატიებში,სიმართლე,გარკვეულწილად ურევია,მაგრამ ასეთი სიმართლე იმდენად მცირეა და ისე უაზროდ არის გადმოცემული რომ ამხელა ჭეშმარიტება ზღაპარია და მეტი არაფერი……
რაც მთავარია, ადამიანი უკვე მიხვდა,რომ შეცდომა საკუთარ თავში უნდა იპოვოს.მაგრამ მარტო ამაში როდია საქმე….
ბევრი თვლის,რომ სიყვარული მეორე ნახევრის პოვნაა,პაემნებზე სიარული, პირველი კოცნა და ა.შ….მაგრამ თუ ეს გგონია სიყვარული,მაშინ ძალიან შემცდარხარ და ამ ჭესმარიტებას ვერასოდეს ჩაწვდები……
პირდაპირ გეტყვი: “სიყვარულს ვერ ეღირსები”…..
ვერ ეღირსები,არა იმიტომ რომ ბოროტი ხარ,არამედ იმიტომ რომ ცივი ხარ და შენ თვითონ არ შეგწევს ძალა მიიღო ღვთის ეს საჩუქარი.
შეიძლება კარგად სწავლობდე,კარგი გვარიშვილის იყო,შეიძლება მდიდარი იყო, შეიძლება ეკლესიურიც იყო,მაგრამ სულში მაინც სიცარიელეს იგრძნობ.რატომ?
-იმიტომ რომ გული ყინულივით ცივი გაქვს,მაგრამ ვერ გრძნობ ამას.ცივი გულის პატრონი,ადვილად ვერ ივიწყებ წყენას და მაინც სიყვარული მეორე ნახევრის პოვნა გგონია და იმის იქით-უაზრო სიცარიელე….
სიყვარული,უფლისგან მოდის,სიყვარულით მან გაგაჩინა შენ,სიყვარულით ბევრჯერ გადაურჩი სიკვდილს და შენც შეგწევს უნარი გიყვარდეს და ეს უცნაური ხილი შეიცნო.
თუ გინდა გიყვარდეს,ან უყვარდე….ასეთი გარემო შენი ოჯახია-ნორმალური და წეიერი ოჯახი…..
დიახ!!!ისინი უსამართლოდ გექცევიან,არ ერმით შენი,ისინი თითქოს მტრები არიან შენს თვალში… მაგრამ ნურასოდეს დაგავიწყდება ის რომ,რომ არა ისინი და მათი მკაცრი ბუნება-შენ ვერასოდეს ისწავლიდი შენი თავის მოთოკვას და საერთოდ არ იარსებებდი.
შეიყვარე,შენი ოჯახი…..შეიყვარე,რაოდენ დიდი წყენა გქონდეს გულში…..შენს გულს სიყვარული ჰაერივით სჭირდება და ნუ ახშობ ამ გზებს,ამით შენვე დაზარალდები.
გახსოვდეს!შენ ადამიანი ხარ და არ შეგიძლია განჭვრიტო მომავალი…..ერთი წამიც საკმარისია, რომ შენი ცხოვრება უფსკრულისაკენ გაქანდეს……
დააფასე,რაც გაქვს….ზოგი ხომ, იმის მეოთხედზე ოცნებობს რაც შენ მოგცა უფალმა და სულ არ აქცევ ყურადღებას…..
გამომგზავნი/ავტორი: ნაინა ოშა