მოიშამ, ერთი მოხუცი გლეხისგან, 100 დოლარად ვირი იყიდა. გლეხს ის მეორე დღეს უნდა მიეყვანა ახალი პატრონისთვის. მეორე დღეს გლეხი მივიდა, შეთანხმების თანახმად, მაგრამ ვირის გარეშე:
– მაპატიეთ, მაგრამ ვირი მოკვდა – უთხრა მან მოიშას.
– მაშინ ფული დამიბრუნეთ.
– არ შემიძლია, უკვე დავხარჯე.
– კარგი, მაშინ ვირი დამიტოვეთ.
– კი, მაგრამ, რის გაკეთებას აპირებთ?
– მას ლატარიაში გავათამაშებ.
– მაგრამ, თქვენ არ შეგიძლიათ, მკვდარი ვირის ლატარიაში გათამაშება.
– შემიძლია, დამიჯერეთ. მე უბრალოდ არავის ვეტყვი, რომ ვირი მკვდარია.
რამოდენიმე თვის შემდეგ, გლეხი მოიშას ისევ შეხვდა:
– რა მოუვიდა იმ მკვდარ ვირს?
– მე ის ლატარიაში გავათამაშე, როგორც ვაპირებდი. 500 ლატარიის ბილეთი გავყიდე, თითო 2 დოლარად და ჯამში, 898 დოლარი მოვიგე.
– მერე, პროტესტი არავის გამოუთქვამს???
– მხოლოდ ერთი ბიჭი იყო წინააღმდეგი. ის, ვინც ვირი მოიგო. ძალიან გაბრაზდა და მე მას 2 დოლარი დავუბრუნე.
ლალი ადიკაშვილი