Skip to content

ჩარლზ ბუკოვსკი: რატომ მივატოვე სამსახური და დავიწყე იმის კეთება,რაც მიყვარდა

ვიდრე პროფესიონალი მწერალი გახდებოდა, ჩალზ ბუკოვსკი, 49 წლის ასაკამდე ფოსტის  უბრალო კლერკად მუშაობდა.

1969 წელს გამომცემლობა “Black Sparrow Press”-ის დამფუძნებელმა ჯონ მარტინმა ცნობილ მწერალს შესთავაზა მიეტოვებინა სამსახური და დარჩენილი ცხოვრება წერისთვის მიეძღვნა. რისკის გაწევის სანაცვლოდ მარტინმა ბუკოვსკის 100 დოლარიანი ანაზღაურება შესთავაზა დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. მწერალი დათანხმდა გამომცემელს და 2 წლის შემდეგ მისი პირველი წიგნიც გაიცნო საზოგადოებამ.

1986 წელს წელს ჩარზ ბუკოვსკიმ ჯონ მარტინს წერილი მისწერა:

1986 წელი, 8 დეკემბერი

გამარჯობა ჯონ,

დიდი მადლობა კარგი წერილისთვის. ვფიქრობ არ არის მტკივნეული, გაიხსენო ხოლმე საიდან მოხვედი. შენ კარგად იცი ადგილი, სადაც მე ვიყავი.  თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამის შესახებ წერენ ან ფილმის გადაღებას ცდილობენ კარგად ვერ აანალიზებენ მას. ისინი ამას “ცხრიდან ხუთამდე” პერიოდს ეძახიან. ვფიქრობ “ცხრიდან ხუთამდე” არასწორი განმარტებაა – ასეთ ადგილებში არ არსებობს შესვენებები და უფასო სადილები. ფაქტია, ბევრი უფროსი წინააღმდეგიც კია ამ პერიოდში დაისვენო და მუშაობა შეწყვიტო. ასევე არსებობს ზედმეტი სამუშაო საათებიც და თუ ამის გამო დაიწყებ წუწუნს, დარწმუნებული იყავი, რომ გამოჩნდება ვიღაც ხელმოცარული, რომელიც შენს ადგილს დაიკავებს.

ალბათ გახსოვს ჩემი ძველი გამოთქმა: “მონობა არასდროს გაუქმებულა, უფრო ფართო მასშტაბი მიიღო იმისათვის, რომ ყველა ფერი და რასა მოეცვა.”
მტკივნეულია როცა უყურებ როგორ კნინდება მათი ადამიანობა, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი სამსახური, რაც არ უყვარს, მაგრამ რისკი ვერ გაუწევია, რადგან უარესი ალტერნატივის ეშინია. ადამიანები იფიტებიან. უბრალოდ არსებობენ სხეულები შეშინებული და დაბნეული გონებით. თვალებში ნაპერწკალი ქრება, ხმა იცვლება, სხეულის ფორმები, თმის ფერი, თითის ფრჩხილებიც კი – ყველაფერი იცვლება.

ახალგაზრობაში ვერ ვიჯერებდი,რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ასეთი პირობებისთვის გასწირავდნენ და მიუხედავად ყველაფრისა, ახლაც კი არ მჯერა. რისთვის აკეთებენ ისინი ამას? სექსისთვის? ტელევიზორისთვის? ავტომობილისთვის? შვილებისთვის? შვილებისთვის რომლებიც იგივეს კეთებას გააგრძელებენ?

ადრე როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სამსახურს წამდაუწუმ ვიცვლიდი, იმდენად სულელი ვიყავი რომ შემეძლო ახალგაზრდა მუშებისთვის მეთქვა: “ეი თქვენ, რას აკეთებთ შეიძლება ბოსი ნებისმიერ წამს დაგვადგეს თავს, ვერ ხვდებით როგორ იქცევით?”

ისინი არც კი შემომხედავდნენ, მე ისეთ რამეს ვამბობდი რისი გაგებაც მათ გონებას არ სურდა.

დღეს ინდუსტრიაში დიდი შემცირებებია (ტექნოლოგიური განვითარებისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო). ხალხს სამსახურიდან უშვებენ და მათ შეშლილ სახეებზე მარტივად ამოიკითხავთ:

“მე 35 წელი ვმუშაობდი..”

“ეს არ არის სწორი..”

“არ ვიცი რა ვაკეთო..”

ისინი მონებს საკმარისად არასდროს უხდიან იმისათვის, რომ გათავისუფლდნენ. უხდიან მხოლოდ იმდენს რომ იცოცხლონ და სამუშაოს უკან დაუბრუნდნენ. მე ვხედავ ამ ყველაფერს და რატომ ვერ უნდა ხედავდნენ ისინი?

მე ვწერდი ამ ზიზღის ქვეშ და ეს იყო ძირითადი მიზეზი რის გამო თავი დავაღწიე ამ სისტემას. ახლა კი აქ ვარ, თქვენს წინაშე პროფესიონალი მწერალი, რომელმაც 50 წელი მონობაში გაატარა.

მახსოვს ერთხელ როდესაც შემფუთავად ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, ერთ მუშას მოულოდნელად წამოცდა: “მე ვერასდროს ვიქნები თავისუფალი.”

ამ დროს ერთ-ერთი უფროსი შორიახლოს დადიოდა და გულიანად გადაიხარხარა, იმისგან მიღებული მორალური სიამოვნების გამო, რომ ეს ახალგაზრდა ცხოვრებისეულ ჩიხში მოექცა.

ბედის წყალობით, მე საბოლოოდ დავაღწიე თავი ამ ადგილებს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დასჭირდა ამას, მაგრამ მე ამით უდიდესი სიამოვნება მივიღე. დღეს უკვე მოხუცი ვარ და ამას მათთვის ვწერ ვინც ჯერ კიდევ ისეთ საქმეს აკეთებს, რაც ეზიზღება. გვიანი არასოდეს არაა,  მეც ძალიან გვიან დავიწყე… და ახლა როცა სიტყვებს გაუბედაობა ეპარებათ, და დახმარება მჭირდება იმისათვის, რომ კიბეზე ავიდე, მაინც ვგრძნობ რომ არის რაღაც ჩემში, რაც ყოველთვის ემახსოვრებათ. არა აქვს მნიშვნელობა როგორ მოვედი აქამდე, მე გადავურჩი სიკვდილს, არეულობას, ტანჯვა- წამებას და შევძელი ღირსეულად სიკვდილი.

თუკი მთლიანად არ გაგიფლანგავთ ცხოვრება, ესეც მშვენიერი მიღწევაა. თუნდაც ჩემთვის.

გულწრფელად თქვენი,

ჩალზ ბუკოვსკი

თაგრმანი: თემო ბერიშვილი