ერთ საღამოს ებრაელი ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვნენ. ქმარს ძალიან ეძინება, თუმცა ატყობს რომ ცოლი შფოთავს და რაღაც არ აძინებს.
“რატომ ვერ იძინებ?” – ეკითხება შეწუხებული ქმარი ცოლს.
“იცი, ჩვენი მეზობლის, ისააკის ვალი მაქვს, 20 000 დოლარი. ხვალ დილით უნდა დავუბრუნო და ვერ ვახერხებ…” – ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ პასუხობს ცოლი.
“მერე ამის გამო ნერვიულობ?!” – ეუბნება ქმარი ეშმაკური ღიმილით.
“აბა, როგორ არ უნდა ვინერვიულო” – ისევ პასუხობს შეწუხებული ცოლი და გვერდით ტრიალდება.
“რამდენიმე წუთით მაცადე!” – ამბობს ქმარი და ფეხზე დგება ფანჯარას აღებს და მთელი ხმით ყვირის.
“ისააკ, ისაააკ”
“ამ შუაღამეს რა გაყვირებს?!” – პასუხობს მეზობელი ისააკი, თავისი ფანჯრიდან.
“ჩემს ცოლს შენი ვალი აქვს ხომ?” – კითხულობს ქმარი.
“კი აქვს და ხვალ დილით უნდა დამიბრუნოს!” – პასუხობს გაღიმებული ისააკი.
“კარგია, მაგრამ ვერ გიბრუნებს!” – ეძახის ქმარი ისააკს და ისააკის გაბრაზებულ ყვირილს სარკმლის ჩაკეტვით პასუხობს.
კმაყოფილი ქმარი წვება უკვე გაღიმებული ცოლის გვერდით და ეუბნება:
“ახლა მან ინერვიულოს..”