Skip to content

10 რამ რაც ქალმა ქორწინების შესახებ უნდა იცოდეს

1. თქვენი ქმარი ყოველთვის ახალგაზრდა და სიმპათიური ვერ იქნებ
გარეგნულ სილამაზეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ თქვენი ქმარი მუდამ ფორმაში იქნება. დააფასეთ და უპირატესობა მიანიჭეთ მის შინაგან ბუნებას და იმედიც აღარ გაგიცრუვდებათ მომავალში.
2. ძალიან ბევრ ახალ რამეს გაიგებ მის შესახებ
ქორწინებამდე პაემნებზე და სხვა ურთიერთობებში კაცი თავისი თვისებებისა და ხასიათის 20-30%-ს მაინც არ გიჩვენებთ. ქორწინების შემდეგ თქვენს მეუღლეს უკეთესად გაიცნობთ, აღმოაჩენთ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ზოგჯერ შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ, ზოგჯერ შეიძლება უფრო შეგიყვარდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ,,ერთ ჭექვეშ“ ცხოვრება ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანი გაიცნო.
3. თქვენი დაკარგვის შიში ნელდება
ქორწინებამდე კაცი ცდილობს , რომ ,,ხელიდან არ გაგიშვათ“  ყურადღების ცენტრში ჰყავდეთ, საჩუქრები და ყვავილები არ მოგაკლოთ, რომ მისი მიტოვების სურვილი არ გაგიჩნდეთ. ქორწინების შემდეგ განშორების შიში ბოლომდე არ ქრება, მაგრამ საგრძნობლად ნელდება. და ხშირად ამის გამოცაა, რომ ის აღარ განებივრებთ იმით,  რითაც ადრე განებივრებდათ.
4. რომანტიულობის ნაკლებობა
ქორწინების შემდეგ თქვენს ურთიერთობას რომანტიულობა აკლდება. ეს შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ ცოლქმრული ცხოვრება არც ისე იოლია. სამუშაო, ბავშვები და თავისუფალი დროის ნაკლებობა თავის უარყოფით კვალს ტოვებს თქვენი ოჯახური ურთიერთობის რომანტიულობაზე.
5. ყურადღების ნაკლებობა.
არ ვგულისხმობ იმას, რომ მას ისე აღარ ეყვარებით, როგორც ადრე, მაგრამ ცოლქმრულ ურთიერთობებში ხშირად შეიმჩნევა ყურადღების ნაკლებობა ერთმანეთის მიმართ, რაც ურთიერთობების გაუბრალოებას და ხოლმე ერთმანეთის მიმართ გაუცხოებასაც კი იწვევს.
6. მას შეიძლება სხვა ქალის მიმართ გაუჩნდეს გრძნობა
შეიძლება, სპეციალურად ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, რადგან არ მინდა ვთქვა, რომ ეს ასე იქნება, თუმცა არის შემთხევევები, როდესაც მართლაც ასე ხდება.
7. დაბადების დღე ანდა სხვა აღსანიშნავი დღეები შეიძლება დაავიწყდეს
შეიძლება სასაცილოც კი არის, მაგრამ გამოკითხვათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ეს ცოლქმრული ურთიერთობის ძალიან ჩვეულებრივი და გავრცელებული პრობლემაა. 
8.ბავშვების მოვლა და ოჯახზე ზრუნვა იოლი არ არის.
ბავშვების მოვლის ტვირთი უმეტეს შემთხვევაში ქალს აწვება მხარზე. შეიძლება ძნელად შესაგუებელი ფაქტია, მაგრამ მათ გამო შეიძლება ბევრ რამეზე მოგიწიოთ უარის თქმა. მაგალითად: სამსახურზე, მეგობრებთან გართობაზე და ა.შ , თუმცა შვილი ამ ყველაფრად ნამდვილად ღირს . . .
9. უფრო და უფრო მეტად შეუყვარდებით
 
წლების განმავლობაში თანაცხოვრების შემდეგ თქვენს შორის უმტკიცესი სიყვარული ჩამოყალიბდება. თქვენ უამრავი რამ გაკავშირებთ, სიხარული იქნება ეს გაჭირვება, განსაცდელი, თუ ბედნიერად გატარებული წუთები. ეს ყველაფერი კი იმის გარანტია, რომ მისთვის თქვენზე უკეთესი მეგობარი არავინაა და რაც უფრო დიდი ხანი იცხოვრებთ ერთად, იგი მით უფრო დააფასებს იგი თქვენს სიყვარულს.
10. თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი აღმოჩენა
მისგან ცხოვრების ყველაზე დიდ გაკვეთილს ისწავლით. ისწავლით იმას რასაც ვერ გასწავლიან სკოლებში, ინსტიტუტებში და სამსახურებში. ქორწინება თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება და აღმოჩენა იქნება . . .