Skip to content

კარგი თუ ცუდი? ვინ იცის?

უძველესი იგავი მოგვითხრობს ერთ ჩინელ გლეხზე, რომელსაც ერთი ასაკოვანი ცხენი ჰყავდა. მისი საშუალებით გლეხი მიწებს ხნავდა და მოსავალი მოჰყავდა.

ერთ დღეს გლეხს ფერმიდან გაექცა. მეზობლები თანაუგრძნობდნენ მას, რომ ასეთი ცუდი ამბავი შეემთხვა. ცუდი? კარგი? ვინ იცის? -ასე პასუხობდა გლეხი მათ.
ერთი კვირაც არ გასულა და გლეხის ცხენი უკან დაბრუნდა. თუმცა იგი მარტო არ იყო. მას თან ველური ცხენების ჯოგი მოჰყვა. მეზობლებმა ამ კარგი ამბავით გაიხარეს და გლეხს ულოცავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი ბედი ჰქონდა. კარგი თუ ცუდი? ვინ იცის? – პასუხობდა გლეხი.
ამის შემდეგ გლეხის შვილი, რომელიც ცხენებს ათვინიერებდა ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ექიმებმა თქვეს, რომ რამოდენიმე თვე მაინც დასჭირდებოდა მის გამოჯანრმთელებას.  მეზობლებმა თანაუგრძნეს გლეხს, რომ ასეთი ცუდი ამბავი შეემთხვა მის ოჯახს. ცუდი თუ კარგი? ვინ იცის? – კვლავ ასე უპასუხა გლეხმა მათ.
ქვეყანაში  სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ამ ინციდენტის შემდეგ რამოდენიმე კვირაში სოფელში მემარჯვენე ძალების არმიამ ჩამოიარა და ყველა ახალგაზრდა საბრძოლველად გაიწვია. როდესაც გლეხთან მივიდნენ მისი შვილი ფეხმოტეხილი დახვდათ და ამის გამო, იგი ბრძოლაში არ წაუყვანიათ. ბრძოლაში გაწვეულ ახალგაზრდათაგან ცოტა, თუ დაუბრუნდა ცოცხალი თავის მშობლიურ სოფელს . . .
ცუდი? თუ კარგი? არავინ იცის . . .