ჰარპელ ლის რომანის “ნუ მოკლავ ჯაფარა”-ს წაკითხვის შემდეგ, პატარა მკითხველმა, ჯერემიმ წერილი მისწერა ამერიკელ მწერალს და სთხოვა მისთვის ხელმოწერილი სურათი გაეგზავნა. ჯერემიმ სურათი ვერ მიიღო, თუმცაღა მიიღო რჩევები საყვარელი ავტორისგან, რაც დამეთანხმებით და, მეტად ძვირფასია.
06/07/2006
ძვირფასო ჯერემი,
ჩემი სურათი არ მაქვს, ამიტომ მიიღე ჩემგან ეს რამდენიმე ხაზი:
როდესაც გაიზრდები, ყოველთვის სიმართლე თქვი, არ ავნო სხვებს, და არ იფიქრო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ამქვეყნად. რა მნიშვნელობა აქვს, მდიდარი ხარ თუ ღარიბი, უნდა შეგეძლოს შეხედო სხვას თვალებში და უთხრა: „მე ნამდვილად არ ვარ შენზე უკეთესი, მე ზუსტად შენი თანასწორი ვარ“.
ჰარპერ ლი