(სახალისო ისტორია)
ერთი კაცი 15 წლის პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაიქცევა და ქალაქის ერთ სახლს შეაფარებს თავს,რათა დაიმალოს და საჭმელი იშოვოს და აღმოაჩენს, რომ სახლის ერთ ოთახში ახალგაზრდა წყვილს სძინავს.
იგი ბიჭს საწოლიდან წამოაგდებს და სკამზე დააბამს, ხოლო გოგოს ლოგინზევე გაკოჭავს , გვერდით მიუწვება და ყურზე აკოცებს. ამის შემდეგ კი ფეხზე წამოდგება და სააბაზანოში შევა.
ვიდრე პატიმარი აბაზანაშია კაცი დროს იხელთებს და თავის ცოლს ეუბნება:
-მისმინე საყვარელო, ამ კაცს ტანსაცმელზე ეტყობა, რომ ციხიდან არის გამოქცეული. სავარაუდოდ საკმაო ხანი იჯდა ციხეში და ქალი დიდი ხანია , რაც თვალითაც არ უნახავს. დავინახე როგორ გაკოცა ყურთან. თუ სექსი სურს ბევრს ნუ შეეწინააღმდეგები,ნუ იყვირებ და ნუ გააღიზიანებ. საკმაოდ საშიში ადამიანი ჩანს, თუ გაბრაზდა შეიძლება მოგვკლას კიდეც რომელიმე. გამაგრდი, ძალიან მიყვარხარ საყვარელო…
ცოლი პასუხობს: -არა, მას ყურზე არ უკოცნია, უბრალოდ ყურში ჩამურჩულა რაღაც… არა, ძალიან არ მსურს გაგიმხილო ,მაგრამ მითხრა, რომ ცისფერია და ძალიან მოეწონე. გამაგრდი, მეც მიყვარხარ საყვარელო…