Skip to content

ხის მაგიდა (შთამაგონებელი ისტორია)

ერთხელ ერთი ავადმყოფი,მოხუცი კაცი თავის ვაჟთან გადავიდა საცხოვრებლად. მის შვილთან ერთად ოჯახში მეუღლე და მათი 4 წლის ბავშვი ცხოვრობდნენ.
მოხუცს ავადმყოფობის გამო ხელები უკანკალებდა, თვალიდან კარგად ვერ იხედებოდა და სიარულიც უჭირდა. და რადგან ნორმალურად ვერ ხედავდა და ხელებსაც კარგად ვერ ხმარობდა ჭამა ძალიან უჭირდა.
ოჯახი სადილს ერთად მიირთმევდა და იმის გამო, რომ მოხუც კაცს ხშირად ეღვრებოდა მაგიდაზე საჭმელი, კოვზს ხელში ვერ იჩერებდა და მისი საქციელი სადილზე უწესრიგობას იწვევდა, ცოლ–ქმარი ძლიერ შეწუხდა.
–რაღაც უნდა ვიღონოთ – უთხრა ცოლს ქმარმა.
–რასაკვირველია, მისი ბრალი არაფერია, მაგრამ მეც ყელში ამომივიდა ყოველი ჭამის  შემდეგ მაგიდის ტილოს გამოცვლა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მეც გეთანხმები – მიუგო ცოლმა
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა ქმარმა საღამოს სახლში პატარა ხის მაგიდა მოიტანა და ოთახის კუთხეში დადგა. და ამის შემდეგ მოხუც კაცი სადილს იმ მაგიდაზე შეექცეოდა და დანარჩენები ჩვეულებრივ დიდ სასადილო მაგიდაზე მიირთმევდნენ. ამ დროს, თუ შემთხვევით გარმარტოვებით მჯდარი მოხუცისკენ გაიხედავდით შეიძლებოდა მის თვალზე ცრემლიც კი შეგემჩნიათ. ამას ცოლ–ქმარი ვერ ამჩნევდა, მაგრამ მათ 4 წლის ბავშვს არაფერი გამოჰპარვია, თუმცა არაფერს ამბობდა.
ერთ საღამოს მამამ შეამჩნია, რომ მის პატარა ბიჭს ხის ნაჭრები, ჩაქუჩი და ლურსმნები მოემარაგებინა და რაღაცას თამაშობდა. 
– რას აკეთებ – ჰკითხა მას მამამ.
–მინდა პატარა ხის მაგიდა გავაკეთო შენთვის და დედასთვის და როდესაც მოხუცდებით თქვენ ამ მაგიდაზე შეჭამთ საჭმელს – ღიმილით უპასუხა მამას ბავშვმა და სამუშაო გააგრძელა.მამას ხმა ჩაუვარდა და თვალებიდან ცრემლები წასკდა. არაფერი უთქვამს, თუმცა კი იცოდა როგორც უნდა მოქცეულიყო.
ამ საღამოს შემდეგ ოჯახის ყველა წევრი ერთად მიირთმევდა სადილს.