მსურს ჩემს “ბედნიერებაზე”მოგითხროთ… 8 წლის წინ გავიცანი ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თავი დავკარგე და დღეს მისი ცოლი ვარ, მიყვარს დღესაც ისევ ისე ძალიან, თუმცა ერთად არ ვართ, სამწუხაროდ, ის ციხეშია და მე მარტო ვარ… ასე გაგრძელდება კიდევ 9 წელი… ორი წლის წინ მე შეპყრობილი ვიყავი მისით, დამოკიდებული მასზე როგორც ნარკოტიკზე… დღესაც მიყვარს თუმცა “ლომკა” აღარ მაქვს, აღარ ვოცნებობ იმ ბედნიერ დღეზე როცა ერთად ვიქნებით, როცა შევეხებით, აღარ მჯერა, რომ როდესმე ყველაფერი კარგად იქნება… თუმცა ვიცი ერთად ნამდვილად ვიქნებით…
მე მარტო ვიყავი, თუმცა ამ ორ წელიწადში მე გავზარდე ჩემი თავი, მაქვს კარგი სამსახური, ნორმალური ფინანსური მდგომარეობა, წარმატებებს ვაღწევ, ვიფიქრე და მიზნად დავისახე მარტოობის ეს წლები სამსახურს და კარიერას ვაჩუქო, მოკლედ ამ მიზნისკენ სწრაფვით თავი ცოტა ხნით დავიიმედე, მაგრამ მეშინია რადგან ყოველთვის როცა რამეს ჩავეჭიდე ცხოვრებამ ყველაფერი წამართვა.ვფიქრობ,რომ “ბედნიერება” არ არსებობს ანდა თუ არსებობს მხოლოდ რამოდენიმე წუთი, მაქსიმუმ საათი გრძელდება… უფრო რეალურად მიმაჩნია “სიხარული” – იგი დროებითია, ხანმოკლეა და იმიტომ…
სამწუხაროდ უფრო ლაკონურად ვერ ავღწერე ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ყველაფერი ეს დავწერე იმისთვის, რომ თქვენთვის მადლობა მეთქვა… მოკლედ ჩემი ყოველდღიური ფიქრებით დატვირთული ხან სამსახურის და ხანაც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით შეპყრობილი თქვენს გვერდზე შემოვდივარ და აუცილებლად ვკითხულობ რაღაც გამამხნევებელ ისტორიას, რაც სტიმულს მაძლევს. და ამ დროს მგონია რომ “წიქა ნახევრად სავსეა” — ცოტა ხნით მაინც:)
პ.ს.თქვენი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლე და სამსახურშიც გამოვიყენე:) ბევრ საინტერესოს ვკითხულობ.მიხარია რომ არსებობთ და მჯერა მინიმუმ 9 წელი კიდე გამამხნევებთ და მეც ნელ-ნელა იქნებ დავიჯერო რომ ჩემი ცხოვრება სულ არ დანგრეულა, იქნებ ისიც კი აღმოვაჩინო რომ “ბედნიერება” არსებობს…
გმადლობთ,
ანა
ჩვენც დიდ მადლობას ვუხდით ანას (სამწუხაროდ გვარი არ ვიცით) თავისი ისტორიის გამოგზავნისათვის და ასევე გულწრფელი და ჩვენთვის ძალიან საჭირო სიტყვებისათვის –
პატივისცემით,
4motivi.com-ის გუნდი;