Skip to content

კოკა–კოლას დირექტორის 30 წამიანი სიტყვა

წარმოიდგინეთ,რომ ცხოვრება თამაშია, რომელშიც ფოკუსირებას ახდენთ 5 ბურთზე – რომელთაც სამუშაოს, ოჯახს, ჯანმრთელობას, მეგობრებს და სულს უწოდებთ. და თქვენ მათ ჰაერში ათამაშებთ.

მალევე აღმოაჩენთ, რომ სამსახური რეზინის ბურთია. თუ ძირს ჩამოგივარდათ, აუცილებლად უკანვე დაგიბრუნდებათ.

მაგრამ დანარჩენი 4 ბურთი – ოჯახი, ჯანმრთელობა, მეგობრები და სული მინისაგან არის შექმნილი. თუ ხელიდან გაგივარდათ რომელიმე, იგი დაზიანდება, კვალი დაეტყობა ან შეიძლება დაიმსხვრეს კიდეც. და ამის შემდეგ ის  ძველ ფორმას ვეღარასოდეს დაიბრუნებს. კარგად უნდა გაიაზროთ ეს და იზრუნოთ მათზე…

ბრაიან დაისონი