ერთხელ ერთმა კაცმა პეპლის კვერცხი იპოვა, ფრთხილად გაახვია პატარა ფოთოლში და სახლში წაიღო. ერთ დღესაც კვერცხს პატარა ბზარი გაუჩნდა. კაცი იჯდა და უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა პეპელა ნაპრალიდან გამოსვლას.
საშველი არ ჩანდა, კაცს კი ცნობისმოყვარეობა სტანჯავდა და გადაწყვიტა დახმარებოდა პეპელას კვერცხიდან გამოსვლაში. კაცმა დანა აიღო და კვერცხის ბზარი გააფართოვა. ამის შემდეგ კი პეპელა უპრობლემოდ გამოვიდა კვერცხიდან.
თუმცა იგი ძალზედ უცნაურად გამოიყურებოდა და სუსტი – თითქოს სიცოცხლეგამოცცლილი ფრთები ჰქონდა.კაცმა განაგრძო პეპელას ცქერას იმ იმედით, რომ იგი ფრთებს გაშლიდა და თავის სხეულს მაღლა აიტაცებდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. ფაქტია, რომ პეპელამ მთელი თავისი დარჩენილი, მოკლე სიცოცხლე უღონო მდგომარეობაში გაატარა და ვერასოდეს შეძლო ფრენა.
კეთილმა კაცმა ვერ გაანალიზა, რომ თავისი სიკეთით მან პეპელას ხელი შეუშალა იმაში, რომ ეფრინა. კვერცხის პატარა ბზარიდან გამოსვლა ბუნებრივი, ღმერთის მიერ შექმნილი პროცესი და გზა იყო, რომელიც ამ პეპელას უნდა გაევლო, იმისათვის, რომ როდესაც გარეთ გამოვიდოდა უკვე შესძლებოდა ფრენა.
დაბრკოლებები და მათი გადალახვა, ზუსტად ისაა, რაც ყველა ჩვენთაგანს გვჭირდება ცხოვრებაში. და თუ ღმერთი მოგვცემს შანსს იმისა, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების გარეშე განვლოთ , მაშინ ვერც ძლიერ ადამიანებად ჩამოვყალიბდებით და ვერც ვერასოდეს შევძლებთ “ფრენას”…