საბრძოლო ხელოვნების ცნობილი მასტერისა და მსახიობის, ბრიუს ლის შვილი გვიყვება:
“მე და ბრიუსი ყოველ დილით სამ მილს დავრბოდით და ამას მხოლოდ 20–22 წუთს ვანდომებდით – საშუალოდ 7–8 წუთს მილის გარბენას. (შენიშვნა: 1968 წლისათვის ლი ექვსნახევარ წუთში ფარავდა 1 მილ მანძილს).
ერთ დილას მან მითხრა, რომ 5 მილი უნდა გაგვერბინა. მე ვუთხარი : ბრიუს, მე არ შემიძლია 5 მილის შეუსვენებლად გარბენა. არაუშავს მჯერა, რომ შეძლებ – მიპასუხა მან.
კარგი, ჯანდაბას წამოგყვები – დავთანხმდი მე. როდესაც 3 მილის მანძილი დავფარეთ და მეოთხე მილზე გადავედით, დანებება გადავწყვიტე. – დავიღალე, გული საშინლად მიცემს, ბრიუს მეტს ვეღარ ვირბენ – ვუთხარი მას. კიდევ რამოდენიმე წუთიც და გულის შეტევა დამემართება და მოვკვდები.
კარგი მაშინ მოკვდი – მიპასუხა მან. ამ სიტყვებმა გამაცოფა და 5 მილის მანძილი ისე დავფარე, რომ არც კი შევჩერებულვარ.
როდესაც დავისვენეთ და შხაპი მივიღეთ, მე ვკითხე მას: რატომ მითხარი ის სიტყვები?
იმიტომ, რომ ვინც შენსავით ფიქრობს პოტენციური მკვდარია – მიპასუხა მან. თუ ყოველთვის ასეთ შეზღუდვებს დაუწესებ შენს თავს, ეს მთელ შენს ცხოვრებას დაასვამს დაღს. ხელს შეგიშლის მუშაობისას, სწავლისას, იმოქმედებს შენს სიმტკიცეზე, შენს მორალზე და მთელს შენს არსებაზე. არ არსებობს ლიმიტები. არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობები. მაგრამ შენ ერთ ადგილას არ უნდა დარჩე, უნდა წახვიდე მათი მიმართულებით და დასძლიო ისინი. და თუ ეს მოკლავს, დაე მოგკლას… ადამიანმა მუდმივად უნდა გაზარდოს თავისი შესაძლებლობები – ადამიანი ყოველთვის უნდა აღწევდეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარს…