Skip to content

5 სახალისო ცხოვრებისეული ისტორია

ბავშვი და დედა:

ცნობისმოყვარე ბავშვმა ჰკითხა დედას: „დედი, რატომ გაქვს თმა ზოგ ადგილას ჭაღარა?“ დედამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს მომენტი და უპასუხა: „შენ გამო, ძვირფასო. შენი ყოველი ცუდი საქციელი ჩემს თმაზე აისახება და ის ჭაღარავდება!“ ბავშვმა მიამიტურად თქვა: „ახლა ვიცი, თუ რატომ აქვს ბებიას მთელი თავი ჭაღარა.“

მცდარი წერილი:

წყვილი დასასვენებლად მიდიოდა, თუმცა ცოლს ბიზნესშეხვედრა ჰქონდა და ქმარი პირველი ჩავიდა „დანიშნულების ადგილას“. ცოლს მეორე დღეს უნდა შეხვედროდა. როდესაც სასტუმროში მივიდა, გადაწყვიტა ცოლისთვის ელექტრონული წერილის გაგზავნა. სამწუხაროდ, მას ელ.ფოსტის მისამართის ერთი ასო გამორჩა და წერილი გაეგზავნა მოხუც ქალს, რომელსაც ერთი დღის წინ ქმარი გარდაეცვალა. როდესაც ქალმა წაიკითხა წერილი, დაიყვირა და გონებადაკარგული დაეცა იატაკზე.  ხმაზე, ოჯახის წევრები შემოვარდნენ ოთახში და ეკრანზე დაინახეს შეტყობინებ

ძვირფასო ცოლო,ახლახან გავიარე რეგისტრაცია. ყველაფერი მზადაა შენი ჩამოსვლისთვის.

პ.ს. რა თქმა უნდა, აქ ძალიან ცხელა.

ვილის გამოცდილება აეროპორტში

იმის შემდეგ, რაც რომიდან დაბრუნდა, ვილიმ ვერ იპოვა თავისი ბარგი. იგი მივიდა დაკარგული ბარგის ოფისში და უთხრა ქალბატონს ამის შესახებ.

ქალმა გაუღიმა და უთხრა, რომ არ ენერვიულა, რადგან მათ პროფესიონალი პერსონალი ჰყავთ და ბარგი კარგ ხელშია.

შემდეგ კი, ჰკითხა ვილის – “თქვენი თვითმფრინავი უკვე ჩამოვიდა?“

ლაპარაკოლოგია

პროფესორი მოგზაურობდა ნავით. გზაში უსვამდა მეზღვაურს კითხვებს: „იცი ბიოლოგია, ეკოლოგია, ზოოლოგია, გეოგრაფია, ფსიქოლოგია?“ ყველა კითხვაზე მეზღვაურმა „არა“-თი უპასუხა. პროფესორმა თქვა: და რა ჯანდაბა იცი ამქვეყნად? გაუნათლებლობის გამო მოკვდები. ცოტა ხანში, ნავმა ჩაძირვა დაიწყო. მეზღვაურმა ჰკითხა პროფესორს: იცი ცურვოლოგია და გაქცევოლოგია ზვიგენოლოგიისგან? პროფესორმა უპასუხა – არა. მეზღვაურმა თქვა: „კარგი, ზვიგენოლოგია და ნიანგოლოგია შეჭამენ შენს თავოლოგიას და სიკვდილოგია დაგემართება ლაპარაკოლოგიის გამო.

კაპიტანი

სამხედრო-საზღვაო ფლოტის კაპიტანი გააფრთხილეს, რომ მას მეკობრეების ხომალდი შეხვდებოდა. მან მეზღვაურს სთხოვა, რომ წითელი მაისური მოეტანა. კაპიტანს ჰკითხეს – „რატომ წითელი მაისური?“ კაპიტანმა უპასუხა: „როდესაც დამჭრიან, სისხლი არ დამეტყობა, თქვენ არ მომაქცევთ ყურადღებას და არ დაიბნევით.“ მათ წარმატებულად დაამარცხეს მეკობრეების ხომალდი. რამდენიმე დღის მერე, კაპიტანს შეატყობინეს რომ მათკენ მეკობრეების 50 ხომალდი მოემართებოდა. კაპიტანმა დაიყვირა – „მომეცით ჩემი ყავისფერი შარვალი!“