Skip to content

ლიდერის პიროვნული თვისებები

თუ გსურთ იყოთ ლიდერი, რომელიც გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევს, პირველ რიგში, უნდა გახდეთ გავლენიანი. ჯიმ რონი ლიდერობას ცხოვრების დიდ გამოწვევას უწოდებს.

ლიდერობაში მთავარია უნარ-ჩვევების გადამუშავება. ყველა დიდი ლიდერი მუშაობს საკუთარ თავზე მანამ, სანამ არ გახდება ეფექტური. გთავაზობთ ამის რამდენიმე ხერხს:

1. ისწავლეთ, იყოთ ძლიერი, მაგრამ არა – უხეში. ეს არის დამატებითი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ ძლევამოსილი და უნარიანი ლიდერი, მიღწევების ფართო სპექტრით.

2. ისწავლეთ, იყოთ თავაზიანი, მაგრამ არა – სუსტი. არ უნდა აგვერიოს თავაზიანობა სისუსტეში. თავაზიანობა ძალის ერთ-ერთი სახეა. უნდა ვიყოთ საკმარისად თავაზიანები, რათა ვუთხრათ ვიღაცას სიმართლე. ვიყოთ იმდენად თავაზიანები, რომ შეგვეძლოს ყველაფრის თქმა ისე, როგორც სინამდვილეშია და არა ილუზიაში.

3. ისწავლეთ, იყოთ გაბედული, მაგრამ არა – ხულიგანი. გაბედულობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. გუნდს უნდა გაუძღვეთ, თუკი გავლენის „აშენება“ გსურთ. უნდა შეგეძლოთ, მიიღოთ პირველი ისარი, გადაწყვიტოთ პირველი ამოცანა და აღმოაჩინოთ პრობლემის პირველი ნიშანი.

4. უნდა ისწავლოთ, იყოთ თავმდაბალი, მაგრამ არა – მორცხვი. ვერ მიაღწევთ უმაღლეს ცხოვრებას, თუკი იქნებით მორცხვი. ზოგს ერევა სიმორცხვე თავმდაბლობაში. მაგრამ თავმდაბლობა ადამიანის ხორცისა და სულის გაცნობიერებაა. ეს არის იმ მანძილის გააზრება, რომელიც ჩვენ და ვარსკვლავებს შორისაა. თავმდაბლობა სათნობაა, ხოლო სიმორცხვე – დაავადება.

5. იყავით ამაყი, მაგრამ არა – ამპარტავანი. სიამაყის მომგვრელია ამბიციების აშენება, საქმეები და მიღწევები. თუმცა, კარგი ლიდერობის გასაღები მდგომარეობს სიამაყეში, ამპარტავნების გარეშე. ხოლო ამპარტავნების ყველაზე ცუდი სახეობაა უცოდინრობის ამპარტავნება. ესაა, როდესაც არ იცი, რომ არ იცი. როცა ვინმე ჭკვიანი და ამპარტავანია, ნაწილობრივ მისაღებია, მაგრამ როდესაც უცოდინარია ამპარტავანი, ეს უკვე ზედმეტია.

6. განავითარეთ იუმორის გრძნობა, სისულელის გარეშე. ეს მნიშვნელოვანია ლიდერისთვის. ლიდერობისას სწავლობთ, რომ კარგია, იყოთ გონებამახვილი, მაგრამ არა – ცილისმწამებელი.

7. და ბოლოს, მიიღეთ რეალობა. მიიღეთ სიმართლე, თავი აარიდეთ ტანჯვას. უბრალოდ, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიცაა. ზოგი ადამიანი მას ტრაგიკულს ეძახის, მაგრამ მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ ის უნიკალურია. ცხოვრების მთელი დრამა უნიკალურობაშია.

აღმოვაჩინე, რომ ზოგი უნარ-ჩვევა, რაც ერთ ლიდერს ეხმარება, მეორეს, შესაძლოა, არც გამოადგეს. თუმცა, ლიდერობის ფუნდამენტური უნარ-ჩვევები ყველას გამოადგება კარგ მუშაობაში.