Skip to content

პაბლო პიკასოს 20 ციტატა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყო ცხოვრებით მხატვარი

პაბლო პიკასო – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი გენიაა. მან ყველანაირი გამოცდილება გამოსცადა: სიღატაკე და სიმდიდრე, ომი და მშვიდობა, ქალების ყურადღება და მსოფლიო აღიარება. 2009 წელს, ჟურნალმა თაიმსმა პიკასო ბოლო ასწლეულის საუკეთესო მხატვრად დაასახელა.

გთავაზობთ პაბლო პიკასოს 20 ციტატას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყო ცხოვრებით მხატვარი.

1. თუკი გსურს, შეინარჩუნო პეპლის ფრთების სიპრიალე, არ შეეხო მათ.

2. ფერწერა ბრმების საქმეა. მხატვარი ხატავს არა იმას, რასაც ხედავს, არამედ იმას, რასაც გრძნობს.

3. ასაკში შესვლისას, ქარი ძლიერდება და მუდამ სახეში გირტყამს.

4. ყველა ბავშვი მხატვარია. სირთულე იმაშია, რომ დარჩე მხატვრად ბავშვის ასაკიდან გამოსვლისას.

5. იმისათვის, რომ დახატო, უნდა დახუჭო თვალები და იმღერო.

6. მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ღარიბმა ადამიანმა ფულით.

7. ადამიანებს შორის ასლი უფრო მეტია, ვიდრე ორიგინალი.

8. ნეტავ, შესაძლებელი იყოს ტვინისგან გათავისუფლება და მხოლოდ თვალებით სარგებლობა.

9. არიან მხოლოდ ორი ტიპის ქალები – ქალღმერთები და ნაგვები.

10. დედაჩემი მეუბნებოდა „თუკი ჯარისკაცი გახდები, გენერალი იქნები, თუკი ბერი გახდები, იქნები წინამძღვარი“. ამის ნაცვლად, მე გავხდი მხატვარი და ვარ – პიკასო.

11. ხვალისთვის მხოლოდ ის გადადეთ, რისი მოსწრებაც არ გინდათ სიკვდილამდე.

12. ჩვენ, ესპანელები – ესაა მესა დილით, კორიდა – შუადღის შემდეგ და ბორდელი – გვიან საღამოს.

13. ყველა ცდილობს ფერწერის გაგებას. რატომ არ ცდილობენ, გაიგონ ჩიტების სიმღერა?

14. როცა ხელოვნებათმცოდნეები ერთად იკრიბებიან, საუბრობენ ფორმაზე, სტრუქტურასა და არსზე. როცა მხატვრები იკრიბებიან ერთად, საუბრობენ იმაზე, თუ სად შეიძლება შეიძინონ საღებავის იაფფასიანი გამხსნელი.

15. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ასე ვსწავლობ მას.

16. ერთნი ხედავენ, რაც არის და კითხულობენ, თუ რატომაა. მე ვხედავ, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ვკითხულობ: „რატომ არაა?“

17. 40 წელი – ეს ის ასაკია, როცა ბოლოსდაბოლოს თავს გრძნობ ახალგაზრდად. მაგრამ, უკვე ძალიან გვიანია.

18. არავინ რომ არ იყოს შესაყვარებელი, კარის სახელურს შევიყვარებდი.

19. ნამდვილი მხატვრები რემბრანდტი და ჯოტო არიან, მე მხოლოდ მასხარა ვარ; ხელოვნებაში მომავალი მათია, ვისაც დაჭყანვა შეუძლია.

20. მომეცით მუზეუმი და მე მას გავავსებ.