Skip to content

ნოდარ დუმბაძე – ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის

  1. არავითარ შემთხვევაში სამსახურიდან მოსულმა ქმარმა არ უნდა შეაწუხოს ოჯახი. ისე უნდა მოიქცეს, თითქოსდა ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ყოფილა;
  2. თუ შია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეეთრიოს სამზარეულოში და ჭამოს, თუ დახვდა რამე, თუ არადა გამოეთრიოს და დაეგდოს ტახტზე, სანამ არ მოწყინდება, აკეთოს ეგრეთ წოდებული მკვდარი საათი;
  3. რაც შეეხება გაზეთის კითხვას, ქმარმა უნდა იცოდეს, რომ სახლი სამკითხველო არ არის და რომ ქალები გაზეთს წასაკითხად არ ყიდულობენ;
  4. თვითონ დარეცხოს და დაიუთოოს;
  5. საჩუქრები იყიდოს ცოლის ამორჩევითა და დავალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოტანილი ნივთები დაეფშვნება თავზე;
  6. როდესაც ბავშვები თამაშობენ გაეთრიოს გარეთ და დაელოდოს, სანამ არ დაუძახებენ სახლში;
  7. დროზე მოიტანოს ჯამაგირი და ჩააბაროს ცოლს კაპიკ-კაპიკ;
  8. დილით ადრე ადგეს, დახვეტოს ოთახი, დაადგას ჩაი, ასაუზმოს ბავშვები, სამსახურში წათრევის წინ, ჩაუწიოს ნავთქურას, ფეხაკრეფით მივიდეს ცოლის საწოლთან, შუბლზე აკოცოს ცოლს და უხმოდ გაიპაროს. მსგავსი შრომა ალამაზებს ადამიანს.
  9. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება მამაკაცის ძალ-ღონეს აღემატება, ჯობს, საერთოდ არ მოვიდეს სახლში.