ბევრ წვრილმანს, რაც თქვენ ბანალურად გეჩვენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ბავშვისთვის. ბავშვური აღქმა ბევრად ნათელი და ემოციურია- ნებისმიერი საგანი, რაც ზრდასრულისთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა, ნამდვილ აღმოჩენად იქცეს ბავშვისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლებიც ბავშვში ნამდვილ გაოცებას გამოიწვევს.
- ჩამოიკიდეთ მაკარონის ყელსაბამი კისერზე და მთელი დღე ასე იარეთ, ან მანამ, სანამ სახლიდან გასვლა არ მოგიწევთ.
- შექმენით დევიზი ან სლოგანი. (მაგ.: “ჩვენ შეგვიძლია!“, „ჩვენ ამას გავაკეთებთ!“) და დაამაგრეთ მაცივარზე.
- გაისეირნეთ ბავშვთან ერთად.
- ჩუმად ჩაუდეთ საყვარელი წერილი(და შოკოლადის ფილა) ზურგჩანთაში.
- ითამაშეთ ერთად კომპიუტერული, ან ვიდეოთამაშები.
- უთხარით „კი“ისეთ რამეზე, რაც, ჩვეულისამებრ, აკრძალულია.
- გაატარეთ დრო გასართობ პარკში, მოიქეცით ბავშვივით, არ შეგრცხვეთ და არ ჩართოთ „მკაცრი მშობელი“.
- შეურიგდით. თუ იჩხუბეთ, აუცილებლად იპოვეთ შერიგების მიზეზი.
- ჩუმად დახურეთ კარი. თუ ბავშვის ოთახი ისე გამოიყურება, თითქოს,სტიქიამ გადაუარა,ჩუმად დახურეთ კარი და კარგად გაატარეთ დღე.
- ხშირად ესტუმრეთ ბებიებს. ეცადეთ, მათთვის ხშირად გამონახოთ დრო.
- დაკავდით ახალი საქმით. თუ თქვენი ბავშვი ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, არ დააძალოთ რაიმეს კეთება. უბრალოდ,გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.
- მიეცით ბავშვს უფლება,ირბინოს გუბეებში.
- დამოუკიდებლად გააკეთეთ ბარათი. აიღეთ ბევრი ბრჭყვიალა ქაღალდი, წებო, ფერადი ფანქრები და გააკეთეთ მისალოცი ბარათი ბავშვის დაბადების დღისთვის.
- უყიდეთ ცხოველი.
- არ გამოკითხოთ. გადადეთ „როგორ ჩაიარა დღემ?“ სახის კითხვები, თუ ხედავთ, რომბავშვი სახლში დაღლილი და გაღიზიანებული დაბრუნდა. აუცილებლად მოასწრებთ მისი მონაყოლის მოსმენას ვახშმის დროს.
- შექმენით საკუთარი ტრადიცია: ნამცხვარი სამშაბათსა და შაბათს, ვაშლის დაკრეფა ყოველ შემოდგომაზე, საღამოს გასეირნება ველოსიპედით და ა.შ.
- მიეცით საშუალება, ჩაიცვას ის, რაც უნდა, მთელი თვის განმავლობაში.
- ერთად უყურეთ მთვარეს.
- დაბეჭდეთ სურათები, რომ გქონდეთ რაღაც, რის დათვალიერებასაც ბავშვთან ერთად შეძლებთ.
- ნუ დააჩქარებთ ბავშვს. როდესაც თქვენ ჩქარობთ, ის ხშირად ვერ ასწრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვიულობას იწყებს.
- მოუმზადეთ გულის ფორმის ბლინები დილით.
- მოიფიქრეთ საიდუმლო ხელის ჩამორთმევა.
- დაიწყეთ „ბრძოლა“ ბალიშებით!
- აჩვენეთ ბავშვს თქვენი ძველი დღიურები, წერილები და სურათები,როდესაც მის ასაკში იყავით.
- ხშირად გადაუხადეთ ბავშვს მადლობა იმისათვის, რომ მან საკუთარი ნებით დაალაგა ოთახი, აავსო გრაფინი წყლით, ჩამოკიდახელსახოცი გასაშრობად და ა.შ.