Skip to content
  1. გახსოვდეთ, ბავშვი შინაური ცხოველი არ არის;
  2. თქვენ და თქვენი შვილები ცხოვრებას განსხვავებულად აღიქვამთ;
  3. ნუ გაუკეთებთ შვილებს იმას, რასაც ისინი თავადვე შეძლებენ;
  4. ნუ შემოინახავთ შეფასების მოძველებულ მეთოდებს – მათი შეფასებისას გულმავიწყობა გამოიჩინეთ.
  5. ჭუჭყი და არეულობა კეთილდღეობის საფუძველია;
  6. პუბერტატის მოახლოვებასთან ერთად, ნაკლებად შეაღეთ მათი ოთახის კარი, მითუმეტეს დაუკითხავად;
  7. ნუ იდარდებთ, თუკი ყოველთვის არ გისმენენ… იფიქრეთ იმაზე, რომ ყოველთვის გიყურებენ;
  8. ხშირად უსმინეთ, მათგან ბევრს ისწავლით;
  9. მუდამ აგრძნობინეთ სითბო და სიყვარული და ამავდროულად იზრუნეთ, რომ თქვენს კალთას რაც შეიძლება მალე მოსწყდეს.

და ბოლოს, თქვენ ვერასოდეს შეაფასებთ საკუთარ თავს, როგორც მშობელს. სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ კითხვები: ,, როდის დავუშვი შეცდომა?’’, ,,როდის მოვიქეცი სწორად?’’ როდესაც შვილიშვილები გეყოლებათ და თვალყურს მათ აღზრდას მიადევნებთ, კითხვებზე არასრულ პასუხებს მაშინ მიაგნებთ.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა; წყარო: Positive Website