Skip to content

20 ფრაზა ქალის ირგვლივ, სიყვარულით!

ელჩინ საფარლიმ არაერთი ქალის გული დაიპყრო, რადგანაც შეძლო მათი გაგება და შეგრძნება. მწერალი სიტყვებად აქცევს იმას, რაც უთქმელი აზრების, გრძნობებისა და განცდების დონეზეა. იგი ხშირად წერს სევდაზე, მაგრამ სიტყვებში ყოველთვის ჩანს იმედი და ცხოვრების ბედნიერება.

გთავაზობთ საფარლის გამონათქვამებს ქალთან დაკავშირებით:

1. ქალი ყველაფერს პატიობს, მაგრამ არაფერს ივიწყებს.

2. მამაკაცმა არ უნდა ამყოფოს ქალი გაურკვევლობაში. თუ იცი, რომ არ დაბრუნდები, უმჯობესია, სიმართლე უთხრა. ის იტირებს, მაგრამ გადაიტანს. ოღონდ, არ მოექცე უყურადღებოდ. ქალები ამას არ იმსახურებენ.

3. არის მომენტები, როდესაც საკუთარი თავის არ გესმის, მაგრამ რაღაც წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერი ლაგდება და ნათელი ხდება.

4. ჩვენ მშობლები გვზრდიან, ეზოში ბიჭებსა და გოგოებს ვეთამაშებით, ვმეგობრობთ და-ძმებთან, მაგრამ, უეცრად, სრულიად უცნობი ყველაზე ახლო ადამიანი ხდება, იმდენად ახლო, რომ სუნთქვა გვეკვრის.

5. გაშვება არ ნიშნავს დანებებას. ხშირად, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გარემოებებზე გასამარჯვებლად.

6. ბედნიერება ისაა, რომ მოცემულ მომენტში არაფერი გსურს იმის გარდა, რაც უკვე გაქვს. ძალა მათ ხელშია, ვისაც სჯერა საკუთარი ძალის.

7. ყველაფერი, რაც გულში იბადება, იქვე რჩება.

8. არსებობს სახლივით „კომფორტული“ ხალხი. ეხუტები მათ და ხვდები – „მე სახლში ვარ“.

9. შეუძლებელია, ერთ დილით ძლიერ ადამიანად გაიღვიძო, თუმცა, შესაძლებელია, აღარ დაეჯახო ერთსა და იმავე კედელს და შეცვალო მიმართულება. დედამიწა მრგვალია – ადრე თუ გვიან, ყველა მიაღწევს იმას, რასაც უნდა მიაღწიოს.

10. ღამის ცხოვრება მიყვარს. ღამით თავისუფლება სხვანაირია.

11. ქალებს გვსურს ჩვენი მამაკაცის წარსულის დღეების წაკითხვა არა იმისათვის, რომ შევისწავლოთ „მტერი“, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, ან ქცევის საუკეთესო სტრატეგია გამოვიმუშაოთ, არამედ, უბრალოდ – ვიყოთ საქმის კურსში.

12. ვფიქრობდი, ვერასდროს შევძლებ მის დავიწყებას, მუდამ ვიცხოვრებ ამ ტკივილით გულში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ეპიზოდურ როლს თამაშობდა.

13. „შენი“ ადამიანები შენთან რჩებიან, როგორიც არ უნდა იყო. ისინი, უბრალოდ, არიან, სიხარულით გაგიღებენ კარს, გამოგიწვდიან ხელს, გაგიყოფენ საჭმელს.

14. ჩვენ გვაქვს ოდნავ გიჟური სიყვარული, სულელური წესების უხეში დარღვევით. ჩვენ ასე მოგვწონს…

15. ყველა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არავინ არ ამბობს – როდის…

16. ქალი სახლის მცენარეს ჰგავს. თუ მასზე სიყვარულით არ იზრუნებ, დაჭკნება…

17. იცით, გულწრფელობის სანაცვლოდ ქალს შეუძლია ნებისმიერი რამის პატიება მამაკაცისთვის. თქვენ ფიქრობთ, ის მარტივად იჯერებს ტყუილს?! – ცდებით, ქალი -არსებული სიცრუის დეტექტორებიდან საუკეთესოა.

18. ადამიანი, რომელმაც შეძლო ახლობლის გაბედნიერება, თვითონაც ბედნიერია.

19. ცხოვრებაშიც ასეა: თავიდან – გინდა, შემდეგ კი – გაქვს და ფიქრობ: და რა უნდა გავაკეთო ამით?

20. მე დანგრეული ურთიერთობის მხოლოდ ერთი მიზეზი ვიცი და ის არაა დაკავშირებული ბეჭდის ჩარტყმასთან პასპორტში. უთქმელობა – ყველაფერი ამით იწყება.