Skip to content

წაქცეულის ფეხზე წამოყენება

ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა, მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მშველელს შესძახა:

– არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარო.

– ამას მივხვდიო – უპასუხა კაცმა დანანებით. – მაგრამ გთხოვ არავის უთხრა ამის შესახებო.

– ნუთუ იმის გრცხვენია, რომ გაგქურდესო – გაეცინა ქურდს.

– არა, უბრალოდ ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიანო – მიუგო კაცმა.