Skip to content

იგავები: რამდენი ადამიანია აბანოში?

ქსენოფმა აბანოში წასვლა გადაწვიტა და ეზოპეს უთხრა: წადი და ნახე, აბანოში ბევრი ხალხია თუ არაო.
დაბრუნდა ეზოპე და უთხრა ქსენოფს: მივედი და იქ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ვნახეო. გაეხარდა ქსენოფს და სასწრაფოდ წავიდა აბანოში, თუმცა იქ მისულს მოულოდნელი სანახაობა დახვდა: აბანო სავსე იყო ხალხით.
გაბრაზებული ქსენოფე უკან დაბრუნდა და ეზოპეს უსაყვედურა, -რატომ მომატყუეო.

– ტყუილი ნამდვილად არ მითქვამს. აბანოს წინ ქვა ეგდო, ვინც კი გამოიარა ყველამ ფეხი წამოჰკრა, შეიგინა და გზა განაგრძო. მხოლოდ ერთი კაცი მოიქცა სხვაგვარად. ქვას ფეხი რომ წამოჰკრა, აიღო და გადააგდო. მეც ამიტომ ვიფიქრე, აქ ხალხი ბევრია მაგრამ ადამიანი მხოლოდ ერთი კაცია-მეთქი.