გარბის და ვერ გავაჩერე, ეს არც დიდი ტრაგედია, მაგრამ ვეღარ დავბივარ მასავით მარდად და ჩამოვრჩი …იზრდება მანძილი ჩვენს შორის და იცით რატომ?!სიზარმაცე არ გამომადგა შეჯიბრის დროს, ან რა სანდო კი ის იყო სხვა ამერჩია! ახლა ათმაგად მეტი სიჩქარის განვითარება მჭირდება, რომ დავეწიო.
წლები გადის და დროს ასაკი არ ეტყობა, არც იმატებს და არც იკლებს. მგონი ეს სიტყვა ჩვენი მოგონილია და დრო საერთოდ არ არსებობს, აბა დაფიქრდით რაა დრო, სადაა, რას მოღვაწეობს? იქნებ პასუხებიც იპოვნოთ, მაგრამ მხოლოდ ბრძნულსიტყვული იქნება და აზრარობრივი…
არ არსებობს და ყველას გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი გვქონდეს. წარმოიდგინეთ, რომ არსებობდეს რა ფასი ექნებოდა.
გამოსავალს გთავაზობთ, დროის გაზრდას, გაინტერესებთ? ყველა ვცდილობთ მეტი მივიღოთ ცხოვრებისგან და ამოტომაც გვინდა დრო… ჰოდა ის, რაც შეიძლება 100 წელში მივიღოთ ავდგეთ და ორი იმდენი 50 წლში მივიღოთ, მაშინ გამოდის რომ ამა სოფლად ორასი წელი გვიცხოვრია! 200წლიანი სიცოცხლის კმაყოფილება 50 წელში, და ოთხ საუკუნოვანი ყოფა ერთ საუკუნეში მოვასწროთ, დრო დაჩქარდა, გარემო ყოველ წუთს იცვლება და ეტაპიდან ეტაპებზე ვმოგზაურობთ, ესეც წახალისებაა დრო მოვიპაროთ…
როგორ ავითვისოთ საუკუნოვანი ცხოვრების კმაყოფილება მის ნახევარში?! დაუღალავი შრომით და მონდომებით შევძლებთ! სწრაფი და სწორი არჩევანი გვჭირდება, თუ რა გავაკეთოთ მომავალში, არ გაჰყვე დროის დინებას ეს უმთავრესი მოწოდებაა თუ გინდა გაასწორ მას, დაე თვითონ გამოგყვეს და შენს დინებაზე იაროს!
სიჩქარის აკრება გვჭირდება, სწორი გზა უნდა ვიპოვოთ და მოვინდომოთ, იქნებ გავასწროთ. მოვთხოვოთ ჩვენს თავს იმაზე მეტი ვიდრე შეგვიძლია და ვიყოთ თავდაჯერებულები, ვისწავლოთ მისი მართვა და ჩვენ გადავასწრებთ დროს!
ავტორი: აზრთმოყვარე