Skip to content

ქალისადმი დამოკიდებულება აზიასა და ევროპაში კონსტანტინე გამსახურდიას მიხედვით

„ჰმ, იცით, ჩვენ, აღმოსავლეთელები, ყველაზე უკეთ ვაფასებთ ქალებს, ქალის რომანტიზმის ბურუსში გახვევა –ეს ევროპელების საქმეა. ეს იბსენისებური სისულელებია. ასეთი ქალები, სალაყბო სალონებში თუ გამოდგებიან. ისინი აკვანსა და ქმრის სარეცელს ვერ შეეგუებიან. უნდა შევურიგდეთ ამ აზრს,რომ ოჯახი და ჰარემი ოდნავ განსხვავდებიან. მხოლოდ რიცხვით. ცოლობაც პიროვნული მონობის ცალფა ნიღაბია. იბსენის და მის მიმდევრების სულელურმა რომანტიკამ შექმნა ქალთა ამბოხი. ნახეთ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის დღიური პრესა. როგორ ენგრევა მთელ ევროპას ოჯახი თავზე! განა ვერ ამჩნევთ, ევროპაში დიდი ხანია მამაკაცების გადედაკაცება და ქალების გამამაკაცება ხდება. აკი ამბობდა კარდინალ დიუბუა: სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა თავგასართობი ჩვეულებაო“.

კონსტანტინე გამსახურდია „დიონისოს ღიმილი“