Skip to content

Pay it forward ( გადაუხადე სხვას)

მინდა ფილმის მიმოხილვა ნოდარ დუმბაძის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიტყვებით დავიწყო:
“ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული: თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვის გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ქვეყანაზე”– ნოდარ დუმბაძე (მარადისობის კანონი.)
ფილმის აზრი რომ კარგად გაიაზროთ საჭიროა განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს ტერმინი “Pay it forward” ანუ გადაუხადე სხვას. პირველად,ეს ტერმინი,  ძველ ათენში, ქრისტეს შობამდე 317 წელს, ,,მენანდერ დისკოლოსის” თეატრალურ სცენაზე გამოჩნდა და იგი დაახლოებით ამგვარ რამეს ნიშნავდა :
“თავს არ მოგაჩვენებ და არ გეტყვი,რომ მე ამ ფულს ყოველგვარი მიზეზის გამო გაძლევ. მე მხოლოდ გსესხულობ მას . . . წლების შემდეგ, როდესაც შენ წააწყდები ისეთ ადამიანს, რომელიც ისეთივე მდგომარეობაში იქნება,როგორც ახლა შენ ხარ, შენ გაასესხებ ამ ფულს მასზე ისევე,როგორც მე ახლა ვაკეთებ ამას. შენ ამით გაისტუმრებ ჩემს ვალს,თუმცა მას გაუჩნდება შენი და ჩემი ვალი. ეს გაგრძელდება მანამ,სანამ ვინმე ისეთი არ გამოჩნდება , ვინც ამ პროცესს შეწყვიტავს.”  
11 წლის ამერიკელი ბიჭი ტრევორ მაკკეინი ამ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლას განიძრახავს.  იგი მოიფიქრებს სქემას, რისი მიხედვითაც ყოველი ადამიანი უნდა დაეხმაროს 3 ადამიანს,რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი იქნებიან,რომ დახმარება გაუწიონ სამ–სამ ადამიანს. თუ რით დასრულდება ეს პროცესი ამას ფილმიდან გაიგებთ.
ნამდვილად, არ ვიცი რატომ არის შეუძლებელი ტრევორის გეგმის ცხოვრებაში განხორციელება . . . შეიძლება იმიტომ,რომ ადამიანებს ეშინიათ,რომ  ის სხვა ვისაც ისინი დაეხმარებიან “სხვას არ გადაუხდის”, ანუ ისე არ მოიქცევა,როგორც ისინი მოიქცნენ. ყველას საკუთარი აზრი ექნება ამ საკითხზე და შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარში მე პირადად ძალიან მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით მოვისმენ.:)

Tags: