Skip to content

“კაკუნი ზეცის კარზე “

„-ზღვაზე არასდროს ყოფილხართ?მაშინ უნდა იჩქაროთ,თორე მერე გვიან იქნება.ზეცაში,მხოლოდ ზღვაზე და მზის ჩასვლაზე ლაპარაკობენ .კარგია,როდესაც ცეცხლოვან ბორცვს უყურებ როცა წყალში ეშვება და მისი შუქი,სადღაც სიღრმეში იძირება.ძალიან ლამაზია.“

ფილმი „კაკუნი ზეცის კარზე“ მოგვითხრობს კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ,რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ.ტეკილით დათრობის შემდეგ,მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან.მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა და მათ  საბარგულში,ქეისში ერთი მილიონი დოლარი ინახება.

„კაკუნი ზეცის კარზე“  ნამდვილად კინო კლასიკაა.  ფილმის გმირებს უამრავი ფათერაკი ხვდებათ გზაზე და უნებურად კრიმინალურ თავგადასავალში  ეხვევიან,თუმცა ფილმი გვასწავლის,რომ  ცხოვრების რომელ ეტაპზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ,ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ  ოცნების ასრულებისთვის.არ უნდა შევუშინდეთ მარცხს და სიკვდილს, როდესაც გული ისევ ძლიერად აგრძელებს ფეთქვას. ფილმში  ყველაზე ამაღელვებელია   ის რომ ფილმის მთავარ გმირებს არასდროს უნახავთ ზღვა.არასდროს ჩაუსუნთქავთ ზღვის საოცარი ჰაერი და  არ იციან როგორ ეშვება მზე ზღვაში.მარტინი,რომელიც მეგობარს უყვება იმის შესახებ,თუ როგორი საოცარია ზღვაში ჩამავალი მზე, თავადაც არასდროს ყოფილა ზღვაზე,მაგრამ  წარმოსახვის დახმარებით, ზუსტად ხატავს პეისაჟებს,რომელიც ზღვის ნაპირიდან  ყოველთვის მოჩანს. მეგობარს შთააგონებს,რომ  სურვილები აუცილებლად უნდა აისრულონ და  ბოლომდე იბრძვიან მათ ასასრულებლად.

“-დგახარ სანაპიროზე და ზღვის სუნს გრძნობ,რომელიც ქარს შორიდან მოაქვს.ისეთი შეგრძნება  გაქვს თითქოს თავისუფალი ხარ და ცხოვრება ახლა იწყება.კოცნისგან ტუჩები გეწვის და ლოყებზე ცრემლები ჩამოგიდს.”

“-ზღვაზე არასდროს  ვყოფილვარ..”

“კარგი რაა..ზღვაზე არასოდეს ყოფილხარ? არადა სადაცაა საიქიოს კარზე დავაკაკუნებთ.იმდენი ტეკილა დავლიეთ კინაღამ მართლაც საიქიოში  აღმოვჩნდით.შენ კი მეუბნები, ზღვაზე არ ვყოფილვარო.. უცნაურია,მითხარი, ზეცაში,რომ აღმოჩნდები რას იზამ.იქ ყველა იმაზე ლაპარაკობს რა ლამაზია უკიდეგანო ლურჯი ზღვა,მზე რომელი ჩასვლისას  წყალს მეწამულისფრად ღებავს,თითქოს ამ დროს მზე და ზღვა ერთმანეთს ეხუტებიან. მერე კი ალისფერი ნელ-ნელა ზღვის სიღრმეში ქრება.რას მოუყვები მათ ზეცაში? შენ ხომ ზღვაზე არ ყოფილხარ. ისინი  ხომ იტყვიან :“აი სულელი,ზღვა ერთხელაც არ უნახავსო,ერთხელაც არ უნახავსო.“

 შთამბეჭდავია ფილმის ბოლო კადრები. როდესაც გმირები ზღვის ნაპირას დგანან და  მარილიან ჰაერს სუნთქავენ.  ქრის ქარი.ღელავს ზღვა  და ნაპირს ეხეთქება მშფოთვარე ზღვის ტალღები,რომელიც  გავს ბრძოლას სიცოცხლისთვის და  ბედნიერებისთვის.