Skip to content

“სიყვარული მე თერგი მგონია…”

როცა მე შევხვდი თერგს ..

სიყვარული მე თერგი მგონია , ისეთივე ბობოქარი ძლიერი შეუპოვარი …მის სიძლიერეს წინ ვერაფერი დაუდგება მხოლოდ ერთი ნაბიჯი და უკვე მთლიანად მისი ხარ . სამუდამოდ .

შენ მხოლოდ იქამდე უნდა იფრთხილო ვიდრე მის ნაპირებს მიადგებოდე თორემ მერე უკვე გვიანია ყველაფერი.. დაგიპყრობს და დაგიმონებს მაგრამ ამ მონობაშია ყველაზე დიდი თავისუფლება !

როდესაც მე პირველად ვნახე თერგი სუნთქვა შემეკრა.. როგორ მომხიბლა.. თან მეშინოდა მისი და ამავე დროს აღმაფრთოვანებდა მისი სიძლიერე ,, მოედინებოდა თავის კალაპოტში, არა კი არ მოედინებოდა მოქუხდა და თითქოს ადგილი არ ყოფნიდა . ნება რომ მიეცათ მთელს დედამიწას დაიპყრობდა რამდენადაც დიდხანს ვუყურებდი იმდენად მიჭირდა მისი დათმობა ,, მის ხმაურში სიმშვიდეს ვგრძნობდი ..

მივხვდი ერთს , მას ვერაფერი შეაჩერებდა , იგი იმისათვის გაჩნდა რომ დაატკბოს მხილველი თავისი სიდიადით, გასაოცარი სიძლიერით, გააცოცხლოს და სული შთაბეროს ამ გაქვავებულ და ცოცხალ-მკვდარ კაცობრიობას..

მე მონუსხულივით ვიდექ მის წინაშე და მეწადა მასში შთანთქმა , მაშინ ცხოვრობ როდესაც მოძრაობ, თუ არა მაშ ოდესმე მყრალი გუბესავით ამოშრები ოდესმე მზე გშთანთქავს და რაც შენგან დარჩება ეს ტალახია. არც ჭრელი ქვა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა მაინც შეუძენია არამედ ტალახი , უფორმო მასა. არც რაიმეში გამოსადეგი არც რაიმეთი გამოსარჩევი , ბოლოს გახმება იგიც და იქცევა მტვერად .

გამოსავალი სიყვარულშია, მოძრაობა ეს უკვე სიყვარულის გამოვლინებაა, თერგი სიყვარულია. მქუხარე, სავსე ზვირთებით და მასში მოფრთხიალე კალმახებით ..

გისურვებთ ჭეშმარიტი სიყვარულით ტკბობას!

ავტორი: კატო ლომიძე