Skip to content

ადამიანმა აუცილებლად იმ საქმეშიც უნდა მოსინჯოს ძალები, რომელშიც ფიქრობს , რომ ბედი არ სწყალობს

  ჩემო მკითხველო,  დამეთანხმები  პოსტის სათაური საკმაოდ პოზიტიურად ჯღერს,  ამიტომ ვფიქრობ,  ცოტა ხნით მაინც მივიპყრობ შენს ყურადღებას, მაგრამ ამ სტატიის დაწერა, მხოლოდ იმისთვის არ გადამიწყვეტია,რომ საინტერესო თემით მანიპულირება  შევძლო. პირიქით,  მინდა  ადამიანებმა აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი  შესაძლებლობები, მიაღწიონ დასახულ მიზანს და გახდნენ წარმატებულები.

   გუშინ, ჩვეულებისამებრ მივედი „ ბრიტანულ აკადემიაში “სადაც ინგლისურს შევისწავლი.  აუდიტორიის კარი რომ შევაღე, მაშინათვე თვალში მომხვდა ჩემი კურსელის მაკიაჟი,რომელიც  იდეალურად ჰქონდა  გაკეთებული. მოგეხსენებათ, ქალები ასეთ „წვრილმანებს“  ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მეც გავიფიქრე – რა მაგარია,როგორი საოცარი მაკიაჟი აქვს დღეს ლანას. ალბათ  წვეულებაზე აპირებს წასვლას და მაკიაჟი საგანგებოდ ცნობილ ვიზაჟისტთან გაიკეთა. მაგიდაზე დავდე „ჩემი ვორქბუქი „ და  მოულოდნელად ლანას   ეჭვნარევი ხმა  გავიგონე,რომელმაც ჩურჩლით მკითხა:  „მეგობარო,დღეს მაკიაჟი გავიკეთე,საშინლად არ მეხერხება ამის კეთება,გთხოვ შემომხედე ცუდად ხომ არ მისვია თვალზე ჩრდილები და ტუჩის კონტურიც ალბათ ძალიან გადღაბნილი მაქვს არა? გამაოგნა მისმა შეკითხვამ.ვერასდროს დავიჯერებდი,რომ ასეთი მაგარი “make up “ – ის  შემქმნელ  ადამიანსაც   კი ეჭვი ეპარება თავის საქმიანობაში.რა თქმა უნდა მეგობარი დავამშვიდე. ვუთხარი,რომ იდეალური მაკიაჟი ჰქონდა და ძალიან უხდებოდა.  შინ რომ მოვდიოდი მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი.წარმოიდგინეთ, მას შეუძლია ცნობილი ვიზაჟისტი გახდეს,ცნობილ ადამიანებს გაუკეთოს ძალიან მაგარი მაკიაჟი, სახელი გაითქვას და კარგი ანაზღაურებაც აიღოს,მას კი ნაცვლად ამისა ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. მუშაობს, რომელიღაც სწრაფი კვების ობიექტში,სადაც ინგლისურის ცოდნა მოთხოვეს და ისიც ვალდებულია ინტენსიური კურსი გაიაროს და სწრაფად შეისწავლოს ინგლისური ენა ჩვენთან. წარმოვიდგინე, რამდენი ადამიანია ქვეყნად ვისაც ლანას  მსგავსად ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. რამდენმა ადამიანმა არ იცის, რომ  შეუძლია ამა თუ ის საქმიანობას წარმატებით გაართვას თავი. რამდენმა ადამიანმა არ იცის საკუთარი ნიჭიერების შესახებ. სხვა ვერასდროს  გირჩევს რა შეგიძლია.  ეს უპირველეს ყოფლისა თავად უნდა იცოდე. თავად უნდა მიხვდე რომ ესა თუ ის საქმე ძალიან კარგად გამოგდის. თავად უნდა აღმოაჩინო საკუთარი  შესაძლებლობები.

მახსოვს სკოლა, რომ დავამთავრე,  რადგან „ბედი არ მწყალობდა“  ტექნიკურ საგნებში, ჰუმანიტარული სფერო ავირჩიე და როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე არ გაგიკვირდეთ, რომ  ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში დავიწყე სტაჟიორად მუშაობა.  ერთი წლის შემდეგ, როდესაც უფროსმა მენეჯერის პოსტი შემომთავაზა, დავიბენი. ვფიქრობდი,რომ არ ვიყავი დაბადებული ლიდერად,ვფიქრობდი,რომ მე არ შემეძლო ვყოფილიყავი გუნდის ხელმძღვანელი. მაღალ დონეზე ვერ ვერკვეოდი ფინანსებში, სამშენებლო მასალებში, მაგრამ  მივხვდი ეს იყო უდიდესი ცხოვრებისეული გამოწვევა, მივხვდი რომ ეს იყო საკუთარი ძალების მოსინჯვის საუკეთესო შესაძლებლობა,ამიტომ დავიწყე მოქმედება. ყოველდღე ვფიქრობდი,თუ როგორ გამეღრმავებინა  ამ სფეროში ცოდნა.

გავიარე „ბიზნეს ჰაუსში“   ტრენინგები, ჩემს გამოცდილებას   დაემატა თეორიული ცოდნა მარკეტინგისა და მენეჯმენტის შესახებ და  დროთა განვალობაში იდეალური მენეჯერი გავხდი. შევისწავლე ბუღალტერია,რადგან არ მინდოდა გამომპარვოდა არანაირი ნიუანსი. ყოველი დეტალი მაინტერესებდა,რომელიც ჩემს კომპანიას ეხებოდა, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  ჩემმა კომპანიამ ერთი წლის მანძილზე 5 ჯერ გაზარდა გაყიდვები და გახდა ერთ-ერთი წარმატებული თავის სფეროში.

მე რომ ბედი არ მეცადა და უარი მეთქვა  შემოთავაზებულ თანამდებობაზე, ვერასდროს მივხვდებოდი რისი გაკეთება შემეძლო ცხოვრებაში. როგორც ჩვენი ჟურნალის დამფუძნებელი თემო ბერიშვილი ამბობს “ვიდრე არ გავაკეთებთ, მანამ ვერ ვხვდებით რა შეგვიძლია. ” ამიტომ როდესაც მაგარ საქმეს გთავაზობენ, არასდროს  თქვათ უარი. განავითარეთ საკუთარი უნარ –  ჩვევები. მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ  საქმე რომელიც გეგონათ  არ გეხერხებოდათ,  ძალიან კარგად გამოგდით. თუ სხვადასხვა უნარ –  ჩვევებს განივითარებთ, უფრო ადვილად დასაქმდებით და შეძლებთ აისრულოთ ოცნებები  მხოლოდ თქვენი ნიჭის და შესაძლებლობების წყალობით.