Skip to content

ძვირფასო ცოლო,

ამ წერილით მსურს გითხრა, რომ სამუდამოდ გტოვებ. მე კარგ ქმრობას გიწევდი 7 წლის განმავლობაში, ბოლო ორი კვირა კი ნამდვილ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი… დღეს შენმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ სამსახურიდან წახვედი – ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. გასულ კვირას სახლში მოხვედი და ვერც კი შეამჩნიე ჩემი ახალი ვარცხნილობა, შენი საყვარელი სადილი მოვამზადე, ახალი წყვილი აბრეშუმის საცვალიც მეცვა. შენ მხოლოდ 2 წუთი ჭამდი და შემდეგ დასაძინებლად წახვედი, მას შემდეგ რაც შენს საყვარელი საპნის ოპერას უყურე. შენ არც სექსი გინდა და არც სხვა რამ, რაც როგორც ცოლ–ქმარს გვაერთიანებს. ან მღალატობ ან აღარ გიყვარვარ. როგორც არ უნდა იყოს, მე მივდივარ.
შენი ყოფილი ქმარი.
პ.ს გთხოვ ნუ ეცდები ჩემს მოძებნას. მე და შენი და ერთად მივდივართ დასავლეთ ვირჯინიაში! ბედნიერებას გისურვებ!

 

ძვირფასო ყოფილო ქმარო,

დღეს  ისე  არაფერი გამხარებია, როგორც შენი წერილის მოსვლა. მართალია მე და შენ 7 წელი ვიყავით ცოლ–ქმარი, თუმცა „კარგი ქმარი“ ძალიან შორსაა იმ ცნებისგან, რომელიც შენ შეიძლება გეწოდოს. სერიალებს იმიტომ ვუყურებ, რომ შენს მუდმივ წუწუნს თავი ავარიდო. ძალიან ცუდია, რომ ვერც ეს მშველის. შევამჩნიე, გასულ კვირას, შენი ახალი ვარცხნილობა, მაგრამ პირველი რაც თავში მომივიდა ისაა, რომ გოგოს გავდი. რადგან დედამ მასწავლა, რომ თუ კარგის თქმა არ შემიძლია, საერთოდ არაფერი არ უნდა ვთქვა, შესაბამისად კომენტარი არ გავაკეთე.  და როდესაც ჩემი ფავორიტი სადილი მოამზადე, ალბათ ჩემს დაში აგერიე, რადგან მე ღორის ხორცს უკვე 7 წელია, რაც არ ვჭამ. რაც შეეხება შენს ახალ , აბრეშუმის საცვლებს მათზე ისევ იყო ფასის ნიშანი, 49,99 დოლარი. ღმერთს ვთხოვე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო, რადგან სწორედ იმ დილით ჩემმა დამ 50 დოლარი ისესხა ჩემგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე ისევ მიყვარდი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გამოვასწორებდით. ამიტომაც როცა ლატარიაში 10 მილიონი დოლარი მოვიგე, სამსახურიდან წამოვედი და 2 ბილეთი ვიყიდე, რათა იამაკაში ერთად წავსულიყავით დასასვენებლად, თუმცა სახლში რომ მოვედი შენ აღარ დამხვდი. როგორც ვხვდები, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ვიმედოვნებ ისეთი ცხოვრება გექნება, როგორზეც მუდამ ოცნებობდი. როგორც ჩემმა ადვოკატმა თქვა, წერილი რომელიც მომწერე იმის გარანტიაა, რომ ერთ ცენტსაც ვერ მიიღებ ჩემგან. თავს გაუფრთხილდი.
შენი ყოფილი ცოლი. საშინლად მდიდარი და თავისუფალი.
პ.ს არ ვიცი თუ ოდესმე მითქვამს, მაგრამ ჩემს და კარლას, კარლი დაარქვეს როცა დაიბადა. ვიმედოვნებ ეს პრობლემა არ იქნება.

წყარო; თარგმანი: 4motivi.com