Skip to content

სამუდამოდ მეყვარები – შთამაგონებელი ამბავი

დედამ ახალდაბადებული შვილი ხელში აიყვანა, ნელა დაარწია და უმღერა:

სამუდამოდ მეყვარები,
სამუდამოდ მომეწონები,
სიცოცხლის ბოლომდე,
ჩემი პატარა იქნები.

ბავშვი იზრდებოდა. 2 წლის რომ გახდა ისე იქცეოდა, როგორც ყველა ცელქი პატარა:  მთელ სახლში დარბოდა, თაროებიდან წიგნებს, მაცივრიდან კი საჭმელებს ყრიდა. ერთხელ დედის საათი ტუალეტშიც კი ჩააგდო. დედა ხანდახან იტყოდა,- ,,ეს ბავშვი გამაგიჟებს.’’ თუმცა ღამით,  ბავშვის ოთახის კარს შეაღებდა, მის საწოლს დახედავდა, თუკი ეძინა, აიყვანდა, დაარწევდა და თან უმღეროდა:

სამუდამოდ მეყვარები,
სამუდამოდ მომეწონები,
სიცოცხლის ბოლომდე,
ჩემი პატარა იქნები.

ბიჭი 9 წლის გახდა. სახლში სადილად არ მოდიოდა, არ ბანაობდა. ბებოს უხეშად ესაუბრებოდა.  დედა ბრაზდებოდა. ღამით ისევ შედიოდა შვილის საძინებელში და იგივეს იმეორებდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი საკუთარ სახლში არ გადავიდა.

მოხუცებულმა დედამ ერთ დღესაც  შვილს დაურეკა და უთხრა: ,, კარგი იქნება თუ მოხვალ და მოხუც, ავადმყოფ დედას მოინახულებ’’. შვილი ესტუმრა და როდესაც კარი შემოაღო, ქალმა სიმღერა სცადა:

სამუდამოდ მეყვარები,
სამუდამოდ მომეწონები…

სახლში დაბრუნებული კაცი დიდხანს იჯდა კიბეზე. მოგვიანებით, შვილის ოთახში შევიდა. გოგონას ეძინა. აიყვანა, დაარწია და წაიღიღინა:

სამუდამოდ მეყვარები,
სამუდამოდ მომეწონები,
სიცოცხლის ბოლომდე,
ჩემი პატარა იქნები.

მოამზადა  – სალომე ლეკიშვილმა; წყარო: Positive Website