Skip to content

საუკუნის მოცეკვავე-ფრიდონ სულაბერიძე

„როდესაც საქართველოში იმსახურებ ტაშს , დიდი სტიმულია , რადგან ამ სფეროში ქართველი ყველაზე კარგი კრიტიკოსია“. (ფ.სულაბერიძე)

ქართული ცეკვა არ კარგავს აქტუალობას საქართველოში, უფრო მეტიც, დღევანდელ თაობაში ყველა ბავშვის სურვილია ქართული ცეკვა შეისწავლოს . „სუხიშვილები“ , „ერისიონი“ , „ რუსთავი“ , ქართლი ცეკვის საწყისი წყაროა. აქ აღზრდილებმა შექმნეს ნაირფეროვანი ცეკვები , არ დაკარგეს უძველესი ცეკვები. დღეს თითოეულ ბავშვში ვხედავ მომავალ ომარ მხეიძეს , იამზე დოლაბერიძეს . მადლობა ბავშვების მშობლებს, რადგან ნახევარი მილიონი მაინც ცეკვავს ნაციონალურ ცეკვას .

როგორც ქართველი გლეხი ვაზს ისე მინდა მოვუარო ქარულ ცეკვას. ძალიან მოწონს შემატებული თანამედროვე ელემენტები სხვადასხვა ცეკვაში, მთავარია ჩვენი ფესვები შევინარჩუნოთ , მე სანამ ამ საქმეში ვიქნები არ ვუღალატებ ამ ყველაფერს . ჩემი ცეკვა არ მომწონდა, ვამბობდი, რომ მე ცეკვა ქართული ვერ დავჯაბნე. საყურებლად ადვილია ქართული ცეკვა. იმდენად დიდი განძი გვაქვს ცეკვა ქართული ამას ყველაფერს მოვლა სჭირდება.

რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვართ, მაგრამ არასდროს დამავიწყდება რომი. თხუთმეტი წელია, არც ქართული სიმღერა გაუგიათ და არც ქართული ცეკვა უნახავთ. ჩვენი ტელევიზია გვახლდა თან და გული მტკივა, რომ არაპროფესიონალები აღმოჩნდნენ. წარმოიდგინეთ, იტალიაში გამოდის ანსამბლი „რუსთავი“ და ჭიქის აღებას იღებენ. ქართველს რად უნდა ჭიქის აღების გადაღება, ისედაც ოცდაოთხი საათი ჭიქა უჭირავს ხელში. რამაც ფურორი მოახდინა, ის არ უჩვენეს. ჯერ მარტო სამოცი გამოჩენილი მსახიობი ესწრებოდა ამ კონცერტს, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ელჩი იყო. ეს იყო გრანდიოზული ელიტური კონცერტი. ჩვენი მოცეკვავეები კი არ ცეკვავდნენ, დაფრინავდნენ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი საქმე ასე მიყვარს.

სიტყვა ბედნიერების მეშინია, რადგან, როცა ვთქვი, ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი, ცუდი რაღაც დამემართა. არ მინდა ამის გახსენება, მაგრამ რაც არ უნდა გინდოდეს, ვერაფერს გახდები. ჩემს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდა. მე ცოცხალი ვარ და ჩემი, ცხრამეტი წლის, ანგელოზივით ბიჭი, მიწაში წევს. ეს ამბავი ოცდახუთი წლის წინ, ქალაქგარეთ მოხდა, მეგობრებთან ერთად იყო. ბიჭები ნასვამები იყვნენ და შელაპარაკდნენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ უნდოდა იმ ადამიანს, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ერთი თვის შვილი დარჩა .გულზე მდუღარე წყალი რომ გადაგასხან, თავს ისე ვგრძნობ. რატომ ბერდება კაციო, იტყვიან. იმიტომ ბერდება, რომ დიდი დარდი აქვს. სიბერის არ მეშინია, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა მომსვლოდა. ამ დროს უკვე ანსამბლ „რუსთავში“ ვიყავი და ანზორ ერქომაიშვილი რომ არა, ალბათ, დღესაც ვერ გამოვიდოდი მდგომარეობიდან. ძმასავით დამიდგა გვერდში. მოდიოდა და მამხნევებდა. თავში აზრად მქონდა, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რომელიც ჩემს დატანჯულ ცხოვრებას წერტილს დაუსვამდა, მაგრამ მართლმადიდებელი ვარ და გავჩერდი. უფრო მეტი ტკივილი რომ არ მიმეყენებინა ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. არავითარი სურვილი არ მქონდა სიცოცხლის. დიდხანს არ გავდიოდი სახლიდან, სინათლის დანახვაც არ მინდოდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეუღლესაც დავშორდი.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ