Skip to content

როგორ გამოიყურება ღმერთი?

საბავშვო ბაღში ბავშვებს ხატვის გაკვეთილი ჰქონდათ. მასწავლებელი ჩუმად დადიოდა კლასში და აკვირდებოდა, თუ რას და როგორ ხატავდნენ ბავშვები.

ბავშვების უმეტესობა იცინოდა და ხალისით უდგებოდა საქმეს. მხოლოდ ერთი გოგონა იჯდა ძალიან სერიუზულად და დიდი შთაგონებით ხატავდა.

მასწავლებელი მიუახლოვდა მას და ჩუმად ჰკითხა:

– რას ხატავ?

– ღმერთს – უპასუხა სერიოზული გამომეტყველებით გოგონამ.

მასწავლებელი რამოდენიმე წამით დაფიქრდა და პატარა გოგონას უთხრა:

– არავინ იცის ღმერთი როგორ გამოიყურება.

გოგონას მასწავლებლის ნათქვამზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია და ძალიან თავდაჯერებულად მიუგო მას:

– რამოდენიმე წუთში ყველა გაიგებს . . .